საქართველოს მოსახლეობის 66,9% საფინანსო სექტორის ვალი აქვს

საქართველოს მოსახლეობის 66,9% საფინანსო სექტორის ვალი აქვს

access_time2017-11-28 09:15:07

საქართველოს მოსახლეობის 66,9%-ს საფინანსო სექტორის ვალი აქვს - ამაზე მიუთითებს „კრედიტ-ინფოში“ არსებული ჩანაწერების რაოდენობა. ამ დროისთვის „კრედიტ-ინფოს ბაზაში ჩანაწერი სულ 2 490 000 ფიზიკურ პირსა და 69 000-მდე იურიდიულ პირზე არსებობს.


საქართველოში მოსახლეობა სულ უფრო მეტად ხდება სესხებზე დამოკიდებული. თუ ცივილურ ქვეყნებში კრედიტი კეთილდღეობის ასამაღლებლად გამოიყენება, ჩვენთან ხშირად სესხს მოსახლეობა ყოველთვიური ხარჯების გასასტუმრებლად იღებს. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.


„კრედიტ-ინფოს აღმასრულებელი დირექტორის, სანდრო გომიაშვილის ინფორმაციით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის იანვრისთვის ბაზაში 12 500 000 ჩანაწერი იყო, დღეს კი ამ მაჩვენებელმა 20 000 000-მდე მოიმატა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელსა და 11 თვის განმავლობაში საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 7,5 მილიონი ერთეულით გაიზარდა. 



„მართალია, 20 მილიონში ზოგი სესხი უკვე დაფარულია, თუმცა ფაქტია, რომ ზრდა დიდია, - განუცხადა „კომერსანტს გომიაშვილმა.



მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს ბაზაში ჩანაწერი სულ 2 490 000 ფიზიკურ პირსა და 69 000 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს გააჩნია. ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 66,9% სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდე ასაკის ადამიანებზე სესხს, პრაქტიკულად, არც ერთი საფინანსო სტრუქტურა არ გასცემს, 70 წლის ზემოთ მყოფები კი კრედიტს აღარ იღებენ, გამოვა, რომ აქტიური მოსახლეობის 99%-ს სესხი ამძიმებს.



„კომერსანტი“




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up