საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

access_time2021-10-17 11:00:07

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ ჭრილშიც.

კერძოდ, სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 628 156-ს შეადგენდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 16,8%-ს შეადგენს. 2020 წლის სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 502 258 ადამიანი იყო.

რაც შეეხება 2021 წლის თვიურ მონაცემებს, საარსებო შემწეობის მიმღებ ადამიანთა რაოდენობა მიმდინარე წელს თვეების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 532 242
  • თებერვალი - 535 516
  • მარტი - 541 764
  • აპრილი - 545 623
  • მაისი - 551 638
  • ივნისში - 555 657
  • ივლისი - 622 266
  • აგვისტო - 622 923
  • სექტემბერი - 628 156

გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვითაც:

თბილისში 2021 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობას 128 621 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 106 253 ადამიანი იყო რეგისტრირებული;

  • იმერეთი - მიმდინარე წლის სექტემბერში - 81 370 ადამიანი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 65 388;
  • ქვემო ქართლი - 2021 წლის სექტემბერში 74 810 ადამიანი - 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 56 033;
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - მიმდინარე წლის სექტემბერში 73 846 ადამიანი - გასული წლის სექტემბერში - 63 433;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2021 წლის სექტემბერში 68 999 ადამიანი - 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 49 478 ადამიანი;
  • კახეთი - 2021 წლის სექტემბერში 64 833 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 51 304;
  • შიდა ქართლი - მიმდინარე წლის სექტემბერში 56 864 ადამიანი - გასული წლის სექტემბერში - 47 003;
  • გურიაში 2021 წლის სექტემბერში - 27 031 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2020 წლის სექტემბერში - 21 322;
  • სამცხე-ჯავახეთი - 2021 წლის სექტემბერში - 18 849 ადამიანი - 2020 წლის სექტემბერში - 13 009;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2021 წლის სექტემბერში - 18 433 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 15 404;
  • რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მიმდინარე წლის სექტემბერში 14 500, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 631.

აღსანიშნავია, რომ ერთ მილიონს აჭარბებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 979 850-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 072 277 ადამიანია რეგისტრირებული.



წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up