საქართველოს მოსახლეობის 14,5% სოციალური საარსებო შემწეობით სარგებლობს

საქართველოს მოსახლეობის 14,5% სოციალური საარსებო შემწეობით სარგებლობს

access_time2021-04-25 10:00:21

„მიზნობრივი სოციალური პროგრამების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის სოციალურ დახმარებას იღებს, დღესდღეობით მათი რაოდენობა მილიონს აჭარბებს, საიდანაც 541 000 - ზე მეტი საარსებო შემწეობას იღებს” -   ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათი“  სტრატეგია აღმაშენებლის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს საერთო მოსახლეობის 14,5% საარსებო შემწეობით სარგებლობს, რაც ჭალიძის განცხადებით, თითო ადამიანზე თვეში 30-60 ლარს შეადგენს.

 

„როდესაც ლარის კურსი გაუფასურებულია და პირველადი საჭიროების პროდუქტები გაძვირებული, საკითხავია როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა თვიდან თვემდე თავი 60 ლარით გაიტანოს. თუ ოჯახს ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა მიენიჭა, მაშინ ოჯახის ყველა წევრი შემწეობის სახით თვეში 60 ლარს იღებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახში 16 წლამდე ბავშვები არიან და მათი ჯამური ქულა 65 000 – 100 000 -მდე მერყეობს, ისინი დამატებით 50 ლარს იღებენ, სადაც 30 ლარი კვების ვაუჩერისთვის არის გათვალისწინებული, 20 ლარი კი ფულადი სახით გადაეცემათ.

 

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს რიცხვი იზრდება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რიცხვს 100 000-ზე მეტი ადამიანი დაემატა, რაც პანდემიამ, სამუშაო ადგილების დაკარგვამ, ეკონომიკურმა და სხვა სახის კრიზისებმა გამოიწვია. გარდა ამისა, არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ სახის დახმარებასაც ვერ იღებენ, რადგან შესაბამისი ქულები არ მიენიჭათ, არადა რეალურად მათ ეს დახმარება  ეკუთვნით. მიმაჩნია, რომ ის მეთოდოლოგია რითაც ამ ქულების დათვლა  ხდება დასახვეწია და დღევანდელ რეალობაზე არის მოსარგები“, - აღნიშნა  თეონა ჭალიძემ.

 

თეონა ჭალიძემ სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზებზეც ისაუაბრა და განმარტა, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახის  წევრის დაპატიმრება და გარდაცვალება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, დაოჯახება ან ოჯახში ახალი წევრის დამატება.

 

„2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე მისამართის ცვლილების გამო საარსებო შემწეობა 290 პირს შეუჩერდა და 268 აღუდგა, როგორც ხედავთ 3 თვის შემდეგ დიდ უმრავლესობას ეს შემწეობა აღუდგა. მაგრამ როდესაც ეს ამ ოჯახებისთვის საარსებო თანხაა სამი თვის განმავლობაში რა უნდა ქნან? 2017 წლის მონაცემებით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 17 950 პირს სოციალური დახმარება შეუჩერდა და 11 473 პირს აღუდგა. ამ ხარვეზის გამოსწორებაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და პრაქტიკაში ასე მასიურად ათობით ათას ადამიანზე  შეჩერებული დახმარება აღარ მხვდება. საჯარო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ სულ თითზე ჩამოსათვლელი პირები არიან ისეთები, რომლებსაც საარსებო შემწეობა უჩერდებათ იმის გამო, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ფაქტობრივად ვინც საარსებო ბაზაში ხვდება ისინი ჭაობისთვის არიან განწირულები, რათა მათი მდგომარეობა აღარ გაუმჯობესდეს და მუდმივად სახელმწიფოს შემწეობაზე იყოს დამოკიდებული, ეს პროგრამა კი გაუმჯობესებაზე დამოკიდებული არ არის და უფრო და უფრო ქვევით ექაჩება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად სამუშაოა და სოციალური დახმარებების  გაცემის მეთოდებიც გამოსასწორებელია.“ -  აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

 

რაც შეეხება ქულების მინიჭებისა და სოციალური შემწეობაზე უარის თქმის გასაჩივრებას, თეონა ჭალიძის თქმით, მოქალაქეებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და მათ არ იციან როგორ უნდა გაასაჩივრონ მინიჭებული ქულები, სად უნდა იპოვონ ადვოკატი, როგორ მოამზადონ სარჩელი და ა.შ.

 

„ქალმა რომელსაც ოჯახის  წევრის დაღუპვის გამო შეუჩერდა შემწეობა, ბოლომდე იბრძოლა და ყველა ინსტანციის სასამართლო მოიგო, მაგრამ შემწეობის აღდგენის ნაწილზე პროცესი გაჭედილია და ველოდებით თუ როდის იქნება სისრულეში მოყვანილი. ეს არის ერთეული შემთხვევები, ძირითადად მოქალაქეების საქმის სასამართლოში წაღებას ვერ ახერხებენ. სოციალური შემწეობის გარდა, სოციალური დახმარების მქონე პირებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მერიასთან გამგეობასთან, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის დროს ენიჭებათ პრიორიტეტი.  მათ ასევე შეუძლიათ, რომ გამგეობაში, გამგებლის სახელზე მედიკამენტების დაფინანსებაზე დაწერონ განცხადება. გარდა ამისა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხეში შეუძლიათ, რომ გამგეობას ბინის ქირის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართონ“, - აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

 

თეონა ჭალიძემ ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში გადაყვანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ როდესაც ქალი თავშესაფარში გადაჰყავთ, თუ ის სოციალურად დაუცველია მას თავშესაფარში ყოფნის პერიოდში შემწეობა უჩერდება, რაც  თეონა ჭალიძის თქმით უსამართლოა, რადგან როდესაც 3 ან 6 თვის მერე პირს თავშესაფრიდან უშვებენ, იგი იძულებულია, რომ ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდეს.

 


თაკო კვაჭანტირაძე

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up