საქართველოს მოსახლეობა განათლებაზე მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3,4%-ს ხარჯავს

საქართველოს მოსახლეობა განათლებაზე მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3,4%-ს ხარჯავს

access_time2019-05-24 20:30:05

ქვეყანაში საშუალო თვიური ხარჯები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1,164.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს საშუალო თვიური ხარჯი 1 163 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წელს საშუალო თვიური ხარჯი 110,2 მლნ ლარი იყო, ხოლო 2015 წელს - 1059,5 მლნ ლარი.

 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1,102 ლარს, ხოლო ერთ სულზე - 312.2 ლარს უტოლდება. მაშინ, როდესაც 2017 წელს საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე - 1093 ლარი, ერთ სულზე კი - 312,2 ლარი იყო.

 


საქსტატის ინფორამციით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.6%-ით შემცირდა და 66.8 პროცენტი შეადგინა.

 

შინამეურნეობების შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის დასახლებაში და 749.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლად 415 მილიონ ლარს უტოლდებოდა. 2018 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.4 %) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

 

კერძოდ, ფულადი ხარჯების 37,4% მოდიოდა სურსათზე სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე, 13% - საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე გაზზე და სხვა სათბობზე, 12,5% - ჯანმრთელობის დაცვაზე, 10% - ტრანსპორტზე, განათლებაზე კი მხოლოდ 3,4%.



თეგები:
განათლება



მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up