„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში  ცვლილება შევიდა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა

access_time2019-10-17 10:22:05

2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.


„ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა 9348 საქართველოს მოქალაქემ. მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით“,- აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.



როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.


„იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;


პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება)“,-აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.


„კომერსანტი“





Georgian Airways: „აღფრთოვანებული არვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
access_time2020-01-21 17:30:18
ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ...

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“
access_time2020-01-21 16:30:49
სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ახლა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2016 წელს „კომერსანტს “განუცხადა, რომ 2018-2020 წელი იქნება კრიტიკული ზღვარი, როდესაც თვალსაჩინოდ დავინახავთ სოფლის მეურნეობის პროექტების...


მსგავსი სიახლეები

up