„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

access_time2020-10-28 23:30:00

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებს, რომლებაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება ან სხვა მიმართულებაზე გადაჯავშნა.

ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მათი ფრენების განრიგი არ შეიცვლება.


„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება. მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან, წესები შესაძლოა, შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

1tv.ge




Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up