ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის საიუბილეო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის საიუბილეო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

access_time2022-06-23 14:40:27

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა. ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში, ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ანტონის სახელობის კოლეჯში ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საქართველოს საელჩომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლასთან (OSGA) და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით.

 

წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს როლს ევროპასა და მსოფლიოში - „Georgia in Europe and the wider world”. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს განხილვა, ასევე საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება.

 

ფორუმი ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების განყოფილების ხელმძღვანელმა, თიმ პაუერმა და ოქსფორდის გლობალური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ გერიმ გახსნეს.

 

ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებელთა შორის იყვნენ ჯონათან ჯანოგლი, ბრიტანეთის პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, საქართველოს ელჩი ბრიტანეთში, გიორგი ხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის თავმჯდომარე.

 


სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანი უკრაინის ომის შედეგად დამკვიდრებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და მისგან გამომდინარე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მტკიცე მისწრაფებისა გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, ზემოაღნიშნული ომი საკითხის გადაწყვეტას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დიდი ბრიტანეთი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში, ვიქტორ ყიფიანმა გააჟღერა შეთავაზება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დაიწყოს მსჯელობა არასტანდარტული გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, ალტერნატიული შესაძლებლობების მოძიების შესახებ. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ისე მცირე ფორმატის ალიანსები.

 

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ჩართულობის გაღრმავების მიზნით, მან ასევე მხარეებს შესთავაზა შავი ზღვის კონტექსტში თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის თაობაზე დისკუსიის წამოწყება. „ასეთ პლატფორმად მოვიაზრებ დეკლარაციას, რომელსაც პირობითად შავი ზღვის დეკლარაციას ვუწოდებდი. იგი წარმოაჩენდა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მოხდებოდა რეგიონული უსაფრთხოებისათვის პარტნიორული თანამშრომლობის ხაზგასმა და რეგიონის, როგორც ე.წ. სპეციფიკური ინტერესებისაგან თავისუფალ ზონად წარმოჩენა. პლატფორმის ფარგლებში, ასევე, გამოიკვეთებოდა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონული კონცეფციის დივერსიფიკაციისათვის საჭირო სახსრების მობილიზებისათვის და რეგიონისთვის სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგრადი პროექტების ხელშეწყობა“, - განაცხადა მან.

 

ვიქტორ ყიფიანის აზრით, სხვა ამოცანები, რომელთა გადაჭრისათვის დეკლარაციის ფარგლებში მუშაობა იქნებოდა შესაძლებელი, არის რეგიონული უსაფრთხოების ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ტერორიზმი და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონული სავაჭრო ასოციაციების ამოქმედება.

 

მოხსენების დასასრულს, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლის მნიშვნელობას ბრიტანეთის გლობალური კონცეფციიდან გამომდინარე. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები რეგიონისთვის შეიძლება ძლიერი გზავნილი გახდეს და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინოს.

 

„საქართველო წარმოადგენს დემოკრატიას, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში თავისი უნიკალური ადგილის დამკვიდრებას ცდილობს და ვფიქრობ, ეს ძალისხმევა სათანადოდ და დროულად უნდა იქნას დაფასებული. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის მონდომებამ ფუჭად არ ჩაიაროს და სიტყვებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს რეალური ქმედებების სახით“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 




7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up