“საქართველოს მიერ ნატოს შეიარაღების ათვისება და წვრთნებისას მისი ტესტირება” – 15 ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ დაიწყო

“საქართველოს მიერ ნატოს შეიარაღების ათვისება და წვრთნებისას მისი ტესტირება” – 15 ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ დაიწყო

access_time2021-07-26 22:00:03

საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედროს მონაწილეობით სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021" დაიწყო, წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობა ატარებს, რომლის გზავნილი არის - „ძალა პარტნიორობაშია".


სწავლება საიუბილეოა და საქართველო მას უკვე მეათედ მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.


თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამწყობრო მოედანზე მონაწილე ნატოს წევრი 12 და სამი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი წვრთნებით მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები მეტად გაღრმავდება.


„მინისტრმა მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატო-ს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.


„საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვის, აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.



როგორც სამხერო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ნებისმიერი ასეთი სახის წვრთნა წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ელემენტები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს.


„ესაა ნატოს სულისკვეთებით ჩატარებული წვრთნები, რომელიც ალიანსისა და მისი პარტნიორ წევრ სახელმწიოფებს შორის სამხედრო თავსებადობისა და სამხედრო-ტექნიკური კოორნდინაციის მიღწევას მოიცავს, ეს გეგმიურია და ამ მიზნებისთვის ტარდება, რომლებიც კრიზისების და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ჩართვაში უფრო ეფექტური მართვა მოხდეს.


„აქ საუბარია საბრძოლო ოპერაციების თანხვედრასა და მათ შორის კიბერუსაფრთხოების თავდაცვის ელემენტების გამოყენებასთან, რაც მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებისთვის კიბერსაფრთხეების შეტევების მოგერიების კუთხით. ასევე, სამეთაურო პრაქტიკის გაჟღერება და გამოცდილების გაზიარება ჩვენი სამხედრო მეთაურთა მიერ ოპერაციების ეფექტურად დაგეგმვისთვის.


„ასევე, საქართველოს მიერ ნატოს სტანდარტების შეიარაღების ათვისება და წვრთნებისას მისი ტესტირება, ასე, რომ ეს საკმაოდ სერიოზულია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო ზრდის. ნებისმიერი წვრთნა რაც არ უნდა იყოს, საერთაშორისო, ლოკალური თუ ეროვნული, ესაა წინ გადადგმული ნაბიჯი, არმია სწავლებებით იწვრთნება,"- განაცხადეა მან.


როგორც აშშ-ის მხრიდან სწავლების „მტკიცე სული 2021"-ის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა კრის მარშალმა განაცხადა, წვრთნების საბოლოო შედეგი უკეთესად მომზადებული სამხედროა, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ კრიზისს.


„მტკიცე სული 2021" უკვე მეათედ ტარდება. სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს უკვე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება გახდა. ახლა მასში 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, რომელთა ერთობლივი ჩართვით, იზრდება მათი მზადყოფნა და ურთიერთთავსებადობა.


„სწავლების საშტაბო კომპონენტი II ბრიგადაში იმართება, ხოლო ბატალიონის დონის სწავლებები საბრძოლო სროლებით - საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე. სწავლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულია წვრთნების განვითარებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ, იზრდება ურთიერთთავსებადობა ჩვენი შეიარაღების, ქვედანაყოფებისა და სხვადასხვა პროცესის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი, უკეთესად მომზადებული სამხედროა, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ კრიზისს",- განაცხადა კრის მარშალმა.

"რეზონანსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up