საქართველოს მერძევეობის სექტორი ვითარდება

საქართველოს მერძევეობის სექტორი ვითარდება

access_time2017-12-25 17:07:45

საქართველოს მერძევეობის ინდუსტრია მზარდი ტემპებით ვითარდება, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული საინვესტიციო კლიმატით, კარგი პირობების არსებობით სარძეო ფერმებისთვის,  რძეზე დარძის პროდუქტებზე მაღალი  მოთხოვნის არსებობით.

 

 

თუმცა, ინდუსტრიაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ქვეყნის მერძევე ფერმერებიდან ბევრი განიცდის ტექნიკური ინოვაციების ნაკლებობას, უფრო უსაფრთხო და მაღალი ხარისხის რძის წარმოებისთვის.

 

 

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად (FAO) მხარს უჭერს საქართველოს წამყვან სარძეო ფერმებს მოდერნიზაციის, რძის წარმოებისა და ხარისხის გაზრდის პროცესში.

 

 

ჩვენ უკვედავამყარეთ კავშირი მერძევეობის ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელთან საქართველოში ტრენინგების, სასწავლო ტურებისა და საინფორმაციო პორტალის საშუალებით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მერძევეობის ბაზრის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციაა განთავსებული, ასევე ღონისძიებების საშუალებით, სადაც ხდება ცოდნის გაზიარება მერძევეობის სექტორში არსებულ უახლეს ტენდენციებზე, ტექნოლოგიურ და სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე, ინვესტიციების შესაძლებლობებზე, - განაცხადაFAO-ს ეკონომისტმა, ანდრიი იარმაკმა. „ასეთი ტიპის ცოდნის გაზიარებას შეუძლია დაეხმაროს მიწოდების ჯაჭვს ქვეყნის მერძევეობის სექტორში გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური.“

 

 

საწარმოო პროცესების მოდერნიზება

 

FAO/EBRD-ის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტივი ცვლილებების შეტანით საკუთარ საქმიანობაში, ქართველ კომერციულ მერძევე ფერმერებს შეუძლიათ გაზარდონ პროდუქტიულობა 35%-ით. უფრო მეტიც, ამ ცვლილებების განხორციელება არ მოითხოვს დიდ ინვესტიციებს.

უკრაინის მაგალითით შთაგონებულმა ქართველი ფერმერების ჯგუფმა ჩამოაყალიბა რძის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოში. FAO-ს და EBRD-ის მხარდაჭერით ჯგუფი ესტუმრა კომერციულ ფერმებს საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ფერმერებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია და ცოდნა თანამედროვე სარძეო ფერმის ფუნქციონირების შესახებ, მათ შორის მეწარმეების მენეჯერული საქმიანობის შესახებ.

ბევრმა ფერმერმა დაიწყო თავისი ფერმის განახლება,  ახალი ჯიშის პირუტყვის და ტექნოლოგიების შეძენა პროდუქტიულობისა და მოგების გასაზრდელად. მას შემდეგ, რამდენიმე მაღალ-ეფექტიანი ფერმა შეიქმნა ქვეყანაში.


უკრაინაში სასწავლო ვიზიტის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ერთ-ერთმა ქართულმა ფერმამ, „ყვარლის ბაგამ“ აღნიშნა თუ როგორ შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათ ფერმაში 20%-დან 2.3%-მდე ერთი წლის განმავლობაში. ეს მრავალთაგან ერთ-ერთი ხელშესახები გაუმჯობესების მაგალითია.

 

 

მეტი ეფექტიანობა და წარმატება


FAO-მ და EBRD-მ 2016 წელს განახორციელეს მოდულური ტრენინგების პროგრამა,წარმოების ახალი მეთოდების გასაცნობად ქართველი ფერმერებისთვის,მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„ქვეყნის მერძევე ფერმერებმა მოკლე პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს, გაზარდეს თავიანთი ეფექტიანობა და გააუმჯობესეს უვნებლობის სტანდარტები, ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,“ განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა,  EBRD-ის აგრო-ბიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა.


„სექტორის მომავალი პოზიტიურია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხოვნა მაღალი ხარისხის რძესა და რძის პროდუქტებზე იზრდება. ჩვენ ვხედავთ ახალ ინვესტიციებს რძის პირველადი წარმოების და გადამუშავების სექტორში, რაც ამაღელვებელია, რადგან ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრია ყველას სასარგებლოდ, მათ შორის მომხმარებლებისთვისაც.“

  

სამომავლო პერსპექტივა


სექტორის განვითარების პროცესის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ქვეყნის რძის მწარმოებლების ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაა.


საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით,  „მწარმოებლების ამგვარი გაერთიანებები წარმოუდგენლად სასარგებლოა ღირებულებათა ჯაჭვის ინტეგრირებისთვის. გარდა ამისა, მეტი კოოპერაცია გაზრდის ცოდნის გაზიარებას და წარმოების პროცესი გახდება უფრო ეფექტიანი.“


ასოციაციამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ასოციაციის წევრებს მომზადებული სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციებს. საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ასევე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საწარმოო ინვენტარის შესყიდვისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ.


FAO-ს და EBRD-ის მიერ სამეზობლო ქვეყნებში ინიცირებული ოფიციალური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორს შორის, ასევე დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მერძევეობის სექტორზე.


კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში FAO და EBRD უკვე უჭერენ მხარს ადგილწარმოშობის დასახელებების ამოქმედებას ქართული, ტრადიციული ყველის წარმოებაში, რათა შეიქმნას დამატებითი ღირებულება ბაზრის ამ კონკრეტული ნიშისთვის.

 

დამატებით, FAO/EBRD-ის მომავალი პროექტი გააძლიერებს პოლიტიკურ და ბიზნეს სტრატეგიას  საქართველოს მერძევეობის სექტორში, სახელმწიფოსა და მერძევეობის სექტორის კერძო წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობით, ასევე ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერით, მათთვის ტრენინგების ჩატარების და ცოდნის გაზიარების გზით.

 

 

 

 

 




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up