„საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა

„საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა

access_time2019-12-16 17:50:52

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის რვა სტუდენტმა გაიარა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის სერვისცენტრებში და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო სამუშაოებს.



პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.




კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ გადასცა. ღონისძიებას კომპანიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები ესწრებოდნენ.



შპს „საქართველოს მელიორაცია“ გეგმავს მომავალშიც შესთავაზოს სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გავლა, რათა მელიორაციის დარგის მოტივირებული და კომპეტენტური ახალგაზრდა სპეციალისტების რესურსით შევსებას შეუწყოს ხელი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
სტაჟირება



„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა სხვებთან შედარებით რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს
access_time2021-05-10 20:00:07
აშშ-ში ფასებმა ბენზინსა და დიზელზე შესაძლოა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიოს და ამის მიზეზი მილსადენ Colonial Pipeline-ის ოპერატორ-კომპანიაზე ჰაკერული შეტევაა. 8 მაისს ბენზინის საშუალო პასი 2,96 დოლარი 1 გალონზე (4 ლიტრი) იყო, ხოლო, სააგენტოს პროგნოზით, მაისს ბოლოს, როდესაც შტატებში ტრადიციული საზაფხულო სეზონი იწყება ფასმა შესაძლოა გალონზე 3 დოლარს გადააჭარბოს - ბოლოს ასეთი ფასი 2014 ლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ამჟამად...

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა  6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
access_time2021-05-10 19:00:43
გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.   სასურსათო ფასების საერთაშორისო ინდექსი 2021 წლის მანძილზე 30,8%-ით გაიზარდა და 120,9 პუნქტს მიაღწია. ამ დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყველაზე მეტად კი, შაქრის...


მსგავსი სიახლეები

up