საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ღია წერილს ავრცელებს

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ღია წერილს ავრცელებს

access_time2020-09-24 14:30:00

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“, რომლის ქოლგის ქვეშ საქართველოში რეგიტრირებული 13  დარგობრივი ორგანიზაცია/ასოციაციაა გაერთიანებული, საზოგადოებრივ მაუწყებელს ღია წერილს უგზავნის: კომერსანტი წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში, „მასტერშეფი“, 2020 წლის 20 სექტემბერს, ჟიურის წევრის ლუკა ნაჭყებიას მიერ თაფლის ინდუსტრიის, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორების ინდუსტრია მსოფლიოში“ და თაფლის „არასასარგებლო და ღირებულების არმქონე“ პროდუქტად და „ყველაზე დიდ ალერგენად“ მოხსენიებამ, თაფლის მწარმოებლებისა და მისი მომხმარებლების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოს, სადაც ზემოთხსენებული კომენტარია, 300 ათასამდე ნახვა და ასეულობით აღშფოთებული ადამიანის კომენტარი აქვს. ეთერში გასულმა ამ განცხადებამ დარტყმის ქვეშ დააყენა ის 8000 ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო მეფუტკრეობაა.

 

ქართული თაფლს 7000 წლიანი ისტორია აქვს; ქართული ფუტკარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; მეფუტკრეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის ის დარგია, რომლის გადარჩენისთვის სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება; თაფლი (თევზთან ერთად) ის პირველი პროდუქტია, რომლის ევროპაში ექსპორტის უფლებაც საქართველომ მიიღო; თაფლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე უამრავი სამეცნიერო კვლევაა გაკეთებული და ამის მტკიცება ჩვენი მხრიდან „ღია კარის მტვრევად“ მიგვაჩნია, რადგან ამაზე არავინ დავობს;  

 


მაშ, რატომ გამოიწვია ასეთი აღშფოთება ერთი ადამიანის ნახევარწუთიანმა განცხადებამ? იმიტომ, რომ ახალა, COVID19-ის გამო დაპაუზებული ექსპორტის პირობებში, ქართული თაფლის ერთადერთი ბაზარი შიდა ბაზარია, ანუ ის ადამიანები, რომლებიც საზმაუს და მის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას „მასტერშეფს“ უყურებენ და უჯერებენ.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია შინაარსობრივი ვალდებულებები (მუხლი 16), მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები (მუხლი 52), საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია ასევე მთელი რიგი პროგრამული შეზღუდვები (მუხლი 56),  რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილის და მისი საქმიანობის. ასევე დაუშვებელია ადამიანის ქვეცნობიერებაზე ზემოქმედება, რაც გადაცემაში ჟიურის მიერ გაკეთდა (მუხლი 57).

 

ჩვენი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შესაბამისად, მოხდეს რეაგირება და გასწორდეს დაშვებული შეცდომა, კერძოდ, ჩვენ ვთვლით, რომ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ზიანი მიაყენა მეფუტკრეობის დარგს, ამიტომ მაუწყებლის 1-ლი არხის მხრიდან თანაზომადი იქნება შემდეგი:

  1. „მასტერშეფის“ ეთერში გასვლისას, სარეკლამო ჭრებში, სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო დაეთმოს ქართული თაფლის და ქართული მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას.
  2. „მასტერშეფის“ ამ სეზონის ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთდეს „თაფლის ტური“, რაც ამ გადაცემის ფორმატში სრულიად ჯდება, რადგან გაკეთებული აქვთ ტარხუნის, მწვადის, ხინკლის, ბურგერის და ა.შ. ტურები.

 

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“, რომლის ქოლგის ქვეშ 13 დარგობრივი ორგანიზაცია/ასოციაცია  და ათასობით მეფუტკრეა გაერთიანებული, მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან: მიაწოდოს მას ლაბორატორიულად შემოწმებული ნამდვილი ქართული თაფლი და დაეხმაროს სოციალური სარეკლამო ვიდეო რგოლის შექმნაში (ვიდეო რგოლი მზადაა და შეგვიძლია გადმოგცეთ)“,- ნათქვამია წერილში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up