“მეფუტკრეთა გაერთიანება მიესალმება „კულა“-ს დირექტორის მიერ „კომერსანტთან“ გაკეთებულ განცხადებას“

“მეფუტკრეთა გაერთიანება მიესალმება „კულა“-ს დირექტორის მიერ „კომერსანტთან“ გაკეთებულ განცხადებას“

access_time2019-02-06 11:00:01

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება მიესალმება შ.პ.ს. „გსქ კულა“-ს დირექტორის მიერ კომერსანტთან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ადასტურებს, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მისი კომპანია ადგილობრივი მეფუტკრეებისგან შესყიდული თაფლით მოამარაგებს სახელმწიფო უწყებებს. გაერთიანება მზადაა ითანამშრომლოს კომპანიასთან და დაეხმაროს მას შესყიდვების გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვაში,  აღნიშნული განცხადება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ კომერსანტს მიაწოდა.


როგორც ქართველი მეფუტკრეები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გსქ კულა ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტია, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ  შესაძლოა კომპანიამ ადგილობრივის ნაცვლად უკრაინიდან შემოტანილი თაფლი გამოიყენოს, რადგან გასულ წლებში გსქ კულა ახორციელებდა უკრაინული თაფლის იმპორტს და მას შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე შიდა ქართლში წარმოებულ თაფლთან  ერთად  ყიდდა.


საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლები ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, რათა დაედგინათ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის სისწორე, თუმცა ამაოდ.  მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდეს ტენდერში მონაწილე ნებისმიერი კომპანიის მიერ წარმოდგენილი თაფლის ნიმუშების წარმომავლობის დადგენა და შემდგომში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოწოდებული თაფლის მუდმივი მონიტორინგი, რაც თავისმხრივ გულისხმობს ადგილობრივი მეფუტკრეებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობას. აღნიშნულის გათვალისწინება უზრუნველყოფს მეფუტკრეების ნდობის მოპოვებასა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას,“ - აცხადებს საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის გამგეობის წევრი ალეკო პაპავა.



საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფიქსირებული პოზიცია - ადგილობრივი წარმოების თაფლის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით - უაღრესად მნიშვნელოვანი მესიჯია და ისინი მომავალშიც აპირებენ კოორდინირებულ თანამშრომლობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მეფუტკრეების ინტერესები.


კომერსანტი








ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up