საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა

access_time2020-03-19 12:15:38

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - „SME Policy Index - 2020" მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.


OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომით და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით დიდი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა მცირე და საშუალო მეწარმეობის ოპერაციული გარემოს გაუმჯობესების, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების, სამეწარმეო სწავლების და უნარების განვითარების და ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით.



„SME Policy Index 2020" რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას. კვლევა მიზანია შეაფასოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA - Small Business Act) 10 პრინციპის მიხედვით განსაზღვრული კომპონენტებთან.


საგულისხმოა, რომ OECD-ის მიერ, 2018 წელს განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი („Monitoring Review"). აღნიშნული „Monitoring Review" OECD-იმ წარადგინა 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week), რომელზეც დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია" და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, OECD-თან და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით. სტრატეგია სრულად ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტს „უპირველესად იფიქრე მცირეზე" (Think Small First), ასევე მასში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის" ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის კუთხით.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up