საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა

access_time2019-07-12 22:30:55

-საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა.საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები სარგებლობენ სხვადასხვა უპირატესობებით, მათ შორის მცენარეთა გენეტიკური მასალების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკზე წვდომით. ამასთან, საქართველოს ექნება უფლება პროექტების მხარდასაჭერად მიმართოს „სარგებლის გაზიარების ფონდს“, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს შეინარჩუნონ და მართონ მცენარეთა გენეტიკური რესურსები სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის.


ხელშეკრულებაზე ახალი, ხელმომწერი ქვეყნების შემოერთებას, ისევე როგორც დოკუმენტით გათვალისწინებულ შემდგომ პროცესებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არეგულირებს.


„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვმართოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსი. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აიღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას მსოფლიო მასშტაბით, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს, მცენარეული კულტურების კულტივაციის მდიდარი ისტორია გააჩნია. „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიხედვით, ქართული თავთავიანი კულტურები (პურის მარცვლეული) და პარკოსანი მცენარეები წარმოადგენენ „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს“. საქართველო დასავლეთ აზიური კულტურის მცენარეთა წარმოშობის ცენტრია და ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და მრავალი სახეობის ხილის სამშობლოდ ითვლება.



„ჩვენ მივესალმებით საქართველოს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების უახლეს წევრს. საერთაშორისო ხელშეკრულების თანამეგობრობაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისთვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. გვჯერა, რომ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან ამოცანებზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა საერთაშორისო ხელშეკრულების მდივანმა, კენტ ნადოზიმ.


საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნ იელემ. „საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაერთიანება წარმოადგენს საკვანძო ეტაპს საქართველოსთვის, მისი მრავალფეროვანი მცენარის ჯიშებისა და სახეობების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნ იელემ.


საქართველო უკვე არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული კოოპერაციის პროგრამის და არაერთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი. მათ შორის: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია, საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენცია, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ფარგლებში და გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მიზნით.


gbc.ge






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up