საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება

საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება

person access_time2016-06-10 12:06:07

„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.


2016 წლის I კვარტალში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 15 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო 12 პროცენტით.


სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 58 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ. აშშ დოლარით.


რაც შეეხება ტურიზმს, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის მაჩვენებლებით გაზრდილია, თუმცა, ამ სექტორს ზრდის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს.


„მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,95-ითაა გაზრდილი, ხოლო ტურისტების, ანუ მათი, ვინც 24-საათი და მეტი რჩება საქართველოში, 24,3%-ით.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია და ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, დადებითი მაჩვენებელია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15,3% შეადგინა. ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა და ზრდა იყო 8,3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში და 16,2%-ით გაზიარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში და თითქმის 6,8%-ი შეადგინა, მაგრამ პოტენციალი ბევრად დიდია",- განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, „საქსტატის" მონაცემებით, 2015 წელს 1 სულ მოსახლეზე მშპ 3743 აშშ დოლარს შეადგენდა. სამსახურის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა. კვარტალურმა ზრდამ კი 2,8% შეადგინა. 


რა სახის დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები და რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ მიმდინარე წლის შედეგად?


ამ თემაზე საკუთარ შეფასებას გამოთქვამს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე. მისი თქმით, ყველა ეს მაჩვენებელი უკავშირდება საგარეო ფაქტორს: ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მცირე ზრდა ექსპორტში. ანუ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება. როგორც ნამჩავაძე ამბობს, ასეთი გამოცოცხლება არ შეინიშნება ქვეყნის შიგნით, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ დრომდე 3 პროცენტია.



„მაგალითად, საბანკო სექტორიდან გაცემული სესხები ფაქტობრივად აღარ იზრდება, არ იზრდება ფულის მასა. თან იმ პირობებში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. ამის მიზეზი არის ის, რომ არ არის ფულის საჭიროება, არ არის იმდენი აქტივობა, რომ დამატებით ლარი იყოს საჭირო. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ტურიზმში, ინვესტიციებში ასეთი ზრდა გვაქვს, მაშინ რატომ არ იზრდება საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტზე მეტად? შიდა აქტიურობა არ არის იმდენად მაღალი და ამიტომ," - აცხადებს ნამჩავაძე.

 

მისივე შეფასებით, რთულია იმ ფინანსური შოკიდან გამოსვლა, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა, 

 

ნამჩავაძე ამბობს, რომ ამ შოკების შედეგად ბევრი ბიზნესი დაზარალდა. ამიტომ, სანამ არ მოხდება მათი რეაბილიტაცია, შიდა აქტივობა არ გაიზრდება. როგორც ექსპერტი აცხადებს, თუ ეკონომიკური მიმართულებით ის ტენდენციები გაგრძელდა, რაც დღესაა, ძალიან მოკლე დროში საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით გამოცოცხლებას შიდა აქტივობაც დაემატება.

 

ნამჩავაძე პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე დარჩენილი 4 თვე. მისი განცხადებით, თუ ეს ჩაივლის დაპირისპირებაში და „ცემა-ტყეპაში", მაშინ ეკონომიკაზე და ბიზნესზე ამას ძალიან მას უარყოფითი შედეგი ექნება.



IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...


მსგავსი სიახლეები

up