საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასს შეხვდა

access_time2019-12-06 12:28:36

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასმა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დასასრულს შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.



მხარეებმა დეტალურად განიხილეს, პროექტის ფარგლებში, განხორციელებული აქტივობების და მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგები. მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები. დღეს, საქართველოში, კონკურენციის სფეროში არსებული გამოწვევები და სააგენტოს სრულფასოვანი, სამომავლო განვითარებისათვის აუცილებელი პერსპექტივები.




„ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ერთობ მნიშვნელოვანია ისეთი უწყებისათვის, როგორიცაა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. მადლობა პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს, ყველა მონაწილეს და ექსპერტს. ის განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც უკავშირდებოდა - კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული და ასევე სხვა ამოცანები, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ დროულ და ჯეროვან აღსრულებას უკავშირდება, სრულფასოვნად განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას და უცხოელ კოლეგას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.







კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...


მსგავსი სიახლეები

up