საქართველოს კონკურენციის სააგენტომ  „რომპეტროლ საქართველო“ დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „რომპეტროლ საქართველო“ დააჯარიმა

access_time2018-05-10 12:40:31

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ შპს „რომპეტროლ საქართველოსაგან“ დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა.


სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ სააგენტოს დადგენილ ვადაში გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა. ხსენებული ინფორმაცია სააგენტოში არ წარმოდგენილა არც ახსნა-განმარტებითი შეხვედრის დროს დაფიქსირებული მოთხოვნისა და არც განმეორებითი წერილობითი კორესპონდენციის საპასუხოდ.


აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობით.



როგორც ცნობილია, 2015 წელს  კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 54 მილიონი ლარით დააჯარიმა, თუმცა ეს ჯარიმები ყველა კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებთან სასამართლო დავა წააგო. სწორედ აღნიშული განჩინების შემდეგ,  სააგენტო იძულებული გახდა დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ბაზრის ხელახალი შესწავლა დაეწყო.


კონკურენციის სააგენტო 2014 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. შექმნიდან დღემდე, სააგენტომ რამდენიმე კვლევის შედეგი დადო, მათ შორისაა ნავთოპროდუქტების, ყავის და ფქვილის ბაზრებთან. ასევე გადამზიდავ კომპანიასთან დაკავშირებით.განსაკუთრებული მოლოდინი სააგენტოს საქმიანობისადმი სწორედ საწვავის ბაზართან დაკავშირებით არსებობდა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up