საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს

access_time2020-05-04 14:21:03

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 2 მოკვლევა, დასრულდა ერთი. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


„5 საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება; საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 8 მონიტორინგი. დასრულდა ერთი - სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. გასული წლის მანძილზე, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინება უწყებაში შემოვიდა 4, რომელზეც გაიცა თანხმობა; 2019 წელს, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 1 რეკომენდაცია.


კონკურენციის სააგენტოს მიერ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განხორციელდა 22 თემატური სემინარი/კონფერენცია. ფუნქციონირება დაიწყო სააგენტოს ახალმა ვებ-პორტალმა – www.competition.ge, სადაც გაუმჯობესებულია დაინტერესებულ მხარეებთან ნავიგაცია და განთავსებულია სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. 2019 წლის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია - ევროკავშირის პროექტისა და GIZ-ის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტების; კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, გზამკვლევი/სამეცნიერო დოკუმენტების შესახებ მასალა.



კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე: ,,2020 წელს სააგენტოს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას - არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება. ამ გამოწვევებს მაღალი სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ვუპასუხოთ. 2019 წელს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები -„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სამომავლოდ სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, დღის წესრიგში დგას „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები, რაც სააგენტოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ახლებურ გააზრებას მოითხოვს“.


ანგარიშში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, მკითხველი გაეცნობა რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება, როგორია სამომავლო განვითარების სტრატეგია და მთავარი პრიორიტეტები. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებების, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ინფორმაციებს.


რაც შეეხება 2020 წლის 4 თვის მონაცემებს – მიმდინარე 7 მონიტორინგიდან დასრულდა - 3: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრების შესწავლა. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეა – ავტოდაზღვევის, პურ-პროდუქტების, საწვავის და ფარმაციის მონიტორინგები.


2020 წლის პირველ კვარტალში, დასრულდა 1 მოკვლევა და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პარალელურ რეჟიმში, დაწყებული იქნა მოკვლევა 2 საკითხზე და დაუშვებლად იქნა ცნობილი 2 საჩივარი. მიმდინარეობს ორი საჩივრის შესწავლა მოკვლევის დაწყების თაობაზე. კონკურენციის სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტაციებში. წლის პირველ კვარტალში სამუშაო შეხვედრები შედგა მედიის, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დარგის ექსპერტებთან; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რეგიონულ დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა დაიწყო საქმიანობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up