საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

access_time2022-01-15 11:40:20

UNESCO-ს ოფიციალურ გამოცემაში „World Heritage” სტატია„საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიებიUNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა”გამოქვეყნდა. საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ სტატია 3 ენაზე - ინგლისურად, ფრანგულად და ესპანურად არის ხელმისაწვდომი. სტატიაში საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის, კოლხეთისა და მტირალასეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ვკითხულობთ. (https://es.calameo.com/read/003329972f1bef553388b)

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. კავკასია, თავის მხრივ, ეკოსისტემების მრავალფეროვნებით, მსოფლიოს 36 ცხელ წერტილს შორისაა. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიები მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეს რეგიონები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ეკოსისტემებით და გასაოცარი ლანდშაფტებით. აჭარის რეგიონი, თავისი მთიანი კურორტებითა და ფირუზისფერი სანაპიროებით ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, - აღნიშნულია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია,  შესაბამის ფოტომასალასთან ერთად,განთავსდება Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture”, რომელსაც წელიწადში 350 000- ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად,  ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას.


2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.





ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up