„საქართველოს კაპიტალის“ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში

„საქართველოს კაპიტალის“ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში

access_time2019-10-29 11:40:19

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ (Georgia Capital) (შემდგომში „კომპანია“) ხელი მოაწერა შპს ჰიდროლეას 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას. შპს ჰიდროლეა დაარსდა 2012 წელს. იგი ფლობს სამ მოქმედ ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 20.6 მეგავატია და 19 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის უფლებას.


 შპს ჰიდროლეას ჰესები „ახმეტა“ და „დებედა“ მდინარე ალაზანსა (კახეთი) და მდინარე დებედაზე (ქვემო ქართლი) მდებარეობს. აღნიშნული ჰესები 2014-2015 წლებში გაეშვა. მესამე ჰესი - „კასლეთი 2“ მდებარეობს სვანეთში, მდინარე კასლეთზე, რომელმაც ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.


 19 მეგავატიანი ჰესის „დარჩის“ მშენებლობის დაწყება სვანეთში, მდინარე დარჩზე 2020 წელს იგეგმება. ჰესი ექსპლუატაციაში 2022 წლის ბოლოს გაეშვება. 



აღნიშნული გარიგების შედეგად, კომპანიის განახლებადი ენერგიის მიმართულებას ჯამში 71 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ექნება. ჯგუფის გეგმის მიხედვით, განახლებადი ენერგიის პროექტების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 400 მეგავატს უნდა მიაღწიოს.


“მოხარული ვარ, განვაცხადო ჰიდროლეას შესყიდვის შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი გარიგებაა ჩვენი განახლებადი ენერგიის მიმართულებისთვის. ბიზნესი აგრძელებს წარმატებით პროგრესირებას მისი საშუალოვადიანი მიზნის მისაღწევად, რათა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ელექტროენერგიის მზარდ ბაზარზე“ - აცხადებს ირაკლი გილაური საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი.


„კომერსანტი“





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up