ეროვნული ბანკი „საქართველოს კაპიტალის ჯგუფს“  საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში ადანაშაულებს

ეროვნული ბანკი „საქართველოს კაპიტალის ჯგუფს“ საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში ადანაშაულებს

access_time2020-05-12 17:57:40

ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს ერთ-ერთი სატელევიზო ეთერით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ბატონ ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ არასწორ ფაქტებსა და შეფასებებს.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ასევე, ქვეყნის საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება.


სწორედ ამ ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელმა და ჯეროვანმა შესრულებამ მოგვცა შესაძლებლობა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდშიც შევინარჩუნოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობა და უზრუნველვყოთ დეპოზიტართა და ინვესტორთა უფლებების სათანადოდ დაცვა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკი მუდმივ კოორდინაციაშია საფინანსო სექტორთან, ყოველთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და, მანდატისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოქმედებს ოპერატიულად.



საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯანდაცვის სექტორის როლი მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წინაშე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით მყისიერად ამოქმედებული დროებითი საზედამხედველო გეგმა. თუმცა, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს.


პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვეო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID-19 - ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს.


ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენს მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს“-ნათქვამია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up