გია ხუხაშვილი: საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ვინმეს ჩვენთვის სანქციები დაეწესებინოს

გია ხუხაშვილი: საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ვინმეს ჩვენთვის სანქციები დაეწესებინოს

access_time2021-07-17 16:00:11

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ცივილიზებული სამყაროდან საქართველოში განვითარებული მოვლენები უნდა ჩანდეს, როგორც ბრბოს ძალაუფლების დომინაცია. მისივე თქმით, ის, რაც 5-6 ივლისს ხდებოდა, იყო წმინდა წყლის გამოვლინება იმისა, რომ გონება არის გათიშული და ადამიანები ალოგიკური საფრთხის წინაშე ხდებიან ძალიან აგრესიულები.

 

ხუხაშვილის თქმით, მმართველობის ეს ფორმა პრობლემის შემცველია, რადგან ეს არ არის მომავლის და განვითარების არჩევანი და ყველაფერი დამყარებულია აგრესიაზე შუღლზე, განსხვავებულის უარყოფაზე, რომელიც შეფუთულია ულტრაკონსერვატორული ფასეულობებით.

 

„ეს, ბუნებრივია, მხოლოდ დეგრადაციაზეა ორიენტირებული. მომავლის ხედვა არ არსებობს და ეს საზოგადოებისთვის საფრთხეა, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ ვდგებით საკუთარი შვილების დაცვის აუცილებლობის წინაშე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი შვილების თაობა სხვანაირად აზროვნებს და მათი მთავარი ფასეულობა და  პრიორიტეტი არის  თავისუფლება, მათ შორის  ჩაცმის თავისუფლება, ვარცხნილობის თავისუფლება, მაკიაჟის თავისუფლება და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ის  რაც  ხდებოდა, საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ შვილებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

ხუხაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ვინმეს საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინოს. თუმცა, როგორც  ხუხაშვილი ამბობს, აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 


„სანქციები, თუნდაც  ასეთ დიპლომატიურ კონტექსტში, მე არ მახსოვს მაშინაც კი, როდესაც იგივე ზვიად გამსახურდიაზე ამერიკული პოლიტიკა საუბრობდა, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. სანქიცები მაშნაც კი არ ყოფილა ნახსენები“, -  აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

რადიო "კომერსანტის" კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, რომ ეს სიტუაცია ჩადგეს კალაპოტში და ქვეყანა დემოკრატიისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდეს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ სზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც კითხვებს სვამს და ბოროტებას ხედავს, მეორე  ნაწილი რაღაცნაირად უნდა შემოიერთოს.

 

„ჩვენთან დამკვიდრდა აგრესიული კომფორმიზმის ფორმა, რომლითაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის დაავადებული და რომელიც თვლის –  იმიტომ უდნა შეეგუოს ბოროტებას, რომ არსებობს უფრო დიდი ბოროტების საფრთხე და თან ამას აგრესიულად აკეთებს.

ხელისუფლება დღეს ამბობს, რომ ლაშქარავა მოსაკლავი იყო, ის  არ იყო სიცოცხლის ღირსი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. სისტემა თავის ზნეს არ იცვლის – გირგვლიანის დროს ჩვენ ვიყავით სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც  ამას  ვაპროტესტებდით და მაშინაც ეს პროპაგანდისტული მანქანა გვეუბნებოდა, რომ იგი იყო  ყაჩაღი, სვანი მაფიოზი და ასე შემდეგ. სისტემა მაშინაც ამბობდა, რომ გირგვლიანი საცემი იყო და შემოაკვდათ.

აგრესიული კომფორმიზმი ნიშნავს, რომ ამ დროს იმდენად არ გინდა მოქმედება, რომ ეჩვევი ანტისანიტარიას, სუნებს და არ გინდა გამოღვიძება, აქედან გამოსვლა. ახლა, როცა  გეუნებიან, რომ ლაშქარავა ზედოზირებით დაიღუპა, აღარ სვამ კითხვებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების ის ნაწილი ხედავს ამ განუკითახობას, ხედავს თუნდაც იმას, თუ როგორ ცდილობს  ღარიბაშვილი პატრიარქს ამოეფაროს. ღარიბაშვილი ფაქტობრივად  პატრიარქს  აშანტაჯებს და ეუბნება, რომ თუ მე  რამე დანაშაული ჩავიდინე, შენ ამის თანამონაწილე ხარ“, -  განაცხადა გია ხუხაშვილმა

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up