საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში

საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში

access_time2018-07-02 15:04:44


 „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონკონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია. ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან - ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც,“ - განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაო თენგ ვამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე,  გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

 

ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, „ჰონგ-კონგში ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ საქართველოს შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიის გულში  მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს -  აზიაში.“

 

„სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგკონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16 პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია,“ - თქვა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.


 

მისი შეფასებით საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა.

 

„ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებსაც მომავალში გავაფორმებთ. ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალი სტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს,“ - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა.

 






გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის

როგორ აგროვებს 3 ძმა ფულს ჰოლანდიაში საქართველოს მოხუცთა სახლებისთვის
access_time2019-10-19 12:00:39
გიორგი ვენკო 14 წლის მოზარდია, რომელმაც ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა, ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა სათნოების სახლის დასახმარებლად. შენობას არ ჰქონდა ფანჯრები, სახურავი, წყალი და სარეცხი მანქანა – ამ პრობლემების მოსაგვარებლად ფიქრი გიორგიმ 12 წლიდან დაიწყო, ის ამსტერდამის ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობს და აქვე დაიწყო პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს შესახებ, დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Help the Republic of...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...


მსგავსი სიახლეები

up