ფადი ასლი: „საქართველოს ინვესტორები არ ჰყავს, ამიტომ  უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ინვესტიციებს ვერ აფერხებს“

ფადი ასლი: „საქართველოს ინვესტორები არ ჰყავს, ამიტომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ინვესტიციებს ვერ აფერხებს“

access_time2019-03-07 19:00:23

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ საქართველოს ინვესტორები არ ჰყავს, სწორედ ამიტომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ინვესტიციებს ვერ აფერხებს.

 

თეორიულად ეს სწორი აზრია, რადგან საქართველოში დიდი ინვესტიცია არ გაქვთ. ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან ამ ქვეყნით. შესაბამისად მინისტრის ნათქვამი მართალია, სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონპროექტი და რეგულაციები გავლენას ვერ ახდენს ინვესტიციებზე. ადრე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა 2-3 წელია თქვენთან არსებობს მორატორიუმი და თითქმის ყველამ იცის, რომ მიწას ვერ იყიდის. როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი დიდი ინვესტორი აპირებს სასოფლო სამეურნეო მიწის ყიდვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, სტრატეგიულად ეს არ იქნება საზიანო და ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯს არ მოყვება უარყოფითი შედეგები თუ ზეგავლენა“, - აცხადებს ფადი ასლი.

 

ფადი ასლის აზრს იზიარებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი. ეკონომისტი აცხადებს, რომ საინვესტიციო მიმართულებით საქართველოს უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონია.


 

რეგულაციები უცხოელებზე მიწის გასხვისების შესახებ,  გვაქვს უკვე ერთი წელია, ჩვენი სოფლის მეურნეობა 7 წელია კვდება და სულს ღაფავს.. სანამ ამ კანონს შემოვიღებდით,  არც მაშინ იყო ინვესტიციები. ეს არ არის ის კანონი, რომელსაც შეუძლია საინვესტიციო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს. საინვესტიციო მიმართულებით ბევრად უფრო დიდი პრობლემები გავქვს ვიდრე ეს ერთი კანონი, რომელიც არამხოლოდ ჩვენ,  არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს“, განმარტავს პაატა ბაირახტარი.

 

 

ბაჩო ადამია





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up