საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის ანგარიში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2020 წლის ანგარიში

access_time2021-03-22 12:10:01

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ 2020 წლის ანგარიში ონლაინ რეჟიმში წარადგინა. ავთანდილ კასრაძემ წინა წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრა.


COVID-19 პანდემიის პირობებში სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა და უზრუნველყო სწორედ ახალი გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა ინიციატივებისა და ჰაკათონების მეშვეობით შექმნილიყო ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: MIZ-Mask - მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი, რომელმაც წარმატებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ მიიღო პატენტი საქართველოში. ამ ეტაპზე კი ამერიკელი ,,ვენჩერ ინვესტორების“ დახმარებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან, პროდუქტი წარედგინა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, კერძოდ ამერიკის თავდაცვის აპარატს.


ასევე, სააგენტოს პროტოტიპირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 5000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მოცულობა გაიზარდა 15000 ლარამდე და 2020 წლის განმავლობაში საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად გამოვლინდა 77 სტარტაპი, კერძოდ:


• 2020 წელს, 15 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 27 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 25 პროექტი;



• 2020 წელს, 100 000 ლარიან თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულია 40 სტარტაპი და 2021 წელსაც დაფინანსდება 40 სტარტაპი;


• 2020 წელს, 650 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 10 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 10-მდე პროექტი.



საერთო ჯამში, დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მილიონი ლარი სწორედ პანდემიის წელს, 2020-ში მოიზიდეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს.


სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი 500 Startups- ი. 30-მა სტარტაპმა 2020-2021 წელს გაიარა აქსელერაცია, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს. საბოლოო ჯამში შეირჩა 4 ფინალისტი სტარტაპი, რომლებიც თავიანთ კომპანიებს, ინვესტორების წინაშე აშშ-ში, სილიკონ ველიზე 2021 წელს წარადგენენ.


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა Stack-მა, რომელმაც 25 წლის მანძილზე პირველად შეიტანა ინოვაცია ინტერნეტისა და ვებ-აპლიკაციების გამოყენების მეთოდში, 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და ენჯელ ინვესტორებმა განახორციელეს ინვესტიცია. ასევე ტექ ქრანჩმა სან ფრანცისკოში 500 Demo Day-ზე სთექი ყველაზე გამორჩეულ სტარტაპებს შორის დაასახელა.

ასევე, აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქართულ სამეცნიერო ტექნოლოგიების ლიცენზირებაზე აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, როგორიცაა: Airbus helicopters, Naval Group, Urgo და სხვები.


2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3000 აიტი პროფესიონალის გადამზადების საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც აიტი კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ს გადასახადი განულდა. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია ეპამი და ექსადელი, რომელთაც საქართველოს 100-მდე მოქალაქე დაასაქმეს.


2020 წელს გაიხსნა სამი ახალი ტექნოლოგიური პარკი - ბათუმში, კასპსა და გურჯაანში.


2021 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის 22 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მთლიანობაში სააგენტოს პროექტები გააერთიანებს 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up