საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

access_time2017-05-24 15:53:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვევიან.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველ პირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება. მხარეები საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს მიმოიხილავენ.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

 


საქართველო გაერო-ს სპეციალიზირებული სააგენტოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი 1994 წელს გახდა. როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია") ხელმომწერი სახელმწიფო, საქართველო უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას და გატარებას სამოქალაქო ავიაციის დარგში. გაწევრიანების დღიდან ქვეყანამ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით არაერთ აუდიტს და რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა იკაოს 2015-2016 წლის აუდიტებმა დაადასტურა: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა (58% - 2008 წლის აუდიტის დროს); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%, 23.3% გაუმჯობესება 2013 წელთან შედარებით); ICAO-ს სტანდარტების კანონმდებლობაში დანერგვის მაჩვენებელი გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%, გაუმჯობესება 2013წ. აუდიტთან შედარებით 59.09%); 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა.

 

დოქტორ ბენარდ ალიუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. 2005-2013 წლებში იგი იყო ნიგერიის წარმომადგენელი საბჭოში, იკავებდა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური კომიტეტების თავმჯდომარის, ასევე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობას. ბენარდ ალიუ არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამოქალაქო და კოსმოსური სამართლის განხრით. დოქტორ ალიუს გააჩნია ოცდაათ წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ფლობს ტექნიკური მომსახურების ინჟინრის მოქმედ სერტიფიკატს არის იკაოს მიერ სერტიფიცირებული ფრენის უსაფრთხოების ინსტრუქტორი.

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up