საქართველოს გერმანიიდან მოგზაური შეგირდი დურგლები სტუმრობენ

საქართველოს გერმანიიდან მოგზაური შეგირდი დურგლები სტუმრობენ

access_time2022-11-28 17:10:12

საქართველოს გერმანიიდან მოგზაური შეგირდი დურგლები სტუმრობენ. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელოსნების ტრადიციული მოგზაურობა, ეგრეთ წოდებულ Walz-ი, ადრე სავალდებულო იყო, დღეს კი ის უნიკალური გამოცდილების მისაღებად ხორციელდება.


შეგირდი დურგლები იესპერ ჰოლტმანი და ელისტერ კარმაიკლი ტრადიციული მოგზაურობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თბილისის ოფისში თბილი დახვედრის შემდეგ ისინი ფოთში გაემგზავრენ, სადაც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაზისი“ და „ახალი ტალღა“ მასწავლებლებს დაეხმარებიან და სასწავლებლების მოსწავლეებთან ერთად პატარა პროექტებს განახორციელებენ.



გერმანელი შეგირდები ერთის მხრივ თავად გაეცნობიან ხის დამუშავების რეგიონულ მეთოდებს, მეორეს მხრივ კი ქართველ ახალგაზრდებს მოუყვებიან ლაიფციგში მდებარე სადურგლოში თავიანთი სწავლის, მუშაობისა და ამ პროფესიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.


Weltwalz-ი წარმოადგენს GIZ-ის Business Scouts for Development-ის საპილოტე პროექტს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი გამოცდილებების მიღებისას ახალგაზრდა ხელოსნების ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ახალგაზრდა გერმანელი ხელოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ Business Scouts for Development-ის, ებერჰარდ შიოკის ფონდისა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ თანამშრომლობის ფარგლებში.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up