საქართველოს გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო

access_time2020-10-02 21:30:00

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) პირველ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და USAID საქართველო, დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი ესწრებოდნენ.



შეხვედრაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის მსაჯულების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფის შესახებ განიხილეს. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.



როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე ოთხი წელია შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა სამმართველო.



ირაკლი შოთაძე: „ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს როლი განისაზღვრა იმაში, რომ მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბრალდება მეტად ეფექტიანი გამხდარიყო და პარალელურად საქართველოს პროკურატურას ჰყოლოდა რაც შეიძლება მეტი პროკურორი, რომელთაც შესაბამისი უნარჩვევები გააჩნდათ, რათა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე განეხორციელებინათ სახელმწიფო ბრალდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამმართველოს თანამშრომლებს, ამერიკის საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტს და კონკრეტულად მაიკლ გრანტს. გამოწვევები მრავლად რჩება და უპირველესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მართლმსაჯულების პროცესში მსაჯულებად მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად“.




„ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ხედვები და დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.



შეხვედრაზე დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა, პროკუროთა და ადვოკატთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გაიმართა.



„მიხარია, რომ სამივე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ნამდვილად აქვს მომავალი ქართულ მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობას და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეფექტიანად ხელშემწყობი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარების, რათა ჩვენ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება“- აღნიშნა დავით ასათიანმა.



მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერაა მხარდაჭერილი.



მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა 2020 წლის ივლისში მოაწერეს ხელი.



საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up