საქართველოს გენერალური პროკურატურის  შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის  ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთიდან განსაკუთრებული მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ექსტრადიცია განხორციელდა

access_time2020-10-16 17:49:34

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2020 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულის კ.რ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.


„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, ძებნილი კ.რ. საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა 2020 წლის 21 მარტს დააკავეს და იგი წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იქნა აყვანილი.


საქართველოს გენერალური პროკურატურა კ.რ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით ძებნას, 1994 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ამჟამად მსჯავრდებულ პირებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს, და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა.


სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან - ნ.მ.-სგან და ფ.მ.-სგან გამოსასყიდის სახის 75 000 აშშ დოლარის მიღების შემდგომ, იმავე წლის 28 იანვარს გაათავისუფლეს.



მოგვიანებით დაზარალებულისთვის და მისი მშობლებისთვის გამტაცებლების ვინაობა ცნობილი გახდა, რაც თავის მხრივ ასევე ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის. იმის შიშით, რომ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების საფრთხე რეალური იყო ამჟამად მსჯავრდებულები ვ.გ., კ.რ., მ.მ., გ.ქ., გ.ო.,და რ.დ.1994 წლის 19 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს და მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით კ.რ. სხვა დამნაშავე პირებთან ერთად ცნობილია დამნაშავედ და მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1994 წელს მოქმედი რედაქციით) 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით ყაჩაღობისთვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად.


სასამართლოს განაჩენით კ.რ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


კ.რ. საფრანგეთიდან ეტაპირებული იქნა საქართველოში და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up