საქართველოს გაყინული ქათმის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 4.5 ჯერ გაეზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან $3.9 მილიონის გაყინული ქათამია ექსპორტირებული.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა,TOP-3 საექსპორტო ბაზარია:
- სომხეთი - $2.8 მილიონი / 2.5 ათასი ტონა
- უზბეკეთი - $731.3 ათასი / 622.2 ტონა
- აზერბაიჯანი - $324.2 ათასი / 535.6 ტონა.
2020 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, წელს გაყინული ქათმის იმპორტში გადახდილი თანხა $8.2 მილიონიდან $9.1 მილიონამდე გაიზარდა.
2021 წელს საქართველოში გაყინული ქათმის იმპორტიორების TOP-3 შემდეგია:
- თურქეთი - $4.2 მილიონი / 3 ათასი ტონა
- ბრაზილია - $3 მილიონი / 2.9 ათასი ტონა
- უკრაინა - $1.5 მილიონი / 1.1 ათასი ტონა
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"