2020 წლის იანვარ-ივნისში თურქეთმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 43%-ით, 4,6 მლრდ. კუბურ მეტრამდე შეამცირა - იტყობინება თურქეთის ენერგობაზრის მარეგულირებელი კომისია.
რუსეთი, რომელიც ბოლო თვეებამდე თურქეთისთვის გაზის ძირითადი მიმწოდებელი იყო, დღეს პირველობას აზერბაიჯანს უთმობს.
კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანილი მილსადენებით გაზის მიღება 43%-ით გაზრდა, და ამით აზერბაიჯანი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.
მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის მანძილზე აზერბაიჯანის წილი თურქეთის გაზის ბაზარზე 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო რუსეთის 50%-ით, და ირანის 2-ჯერ შემცირდა.
ექსპერტების აზრით, ამან შესაძლოა რუსულ გაზსადენ „თურქულ ნაკადს“ შევსების პრობლემები შეუქმნას იმ შემთხვევაში თუ „გაზპრომი“-ს წილი შემცირებას განაგრძობს.
gbc.ge