საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება

access_time2019-06-18 23:49:01

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით,ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება და წლის ბოლომდე ქვეყანას კონკრეტული შედეგი ექნება.


საუბრისას, დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და IOHK-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.


შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.



პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია და განათლების რეფორმის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა მისასალმებელია.


IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.


ჩარლზ ჰოსკინსონი დარწმუნებულია, რომ პარტნიორობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება და წარმატებული თანამშრომლობა შედგება კაპიტალის ბაზრების, ჯანდაცვის სფეროსა და ანგარიშსწორების სისტემების მიმართულებით.







ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...


მსგავსი სიახლეები

up