საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში ბილაინის აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ
თბილისი, 12 ოქტომბერი, 2020 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი განაგრძობს მომხმარებლისთვის მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოვებას. ამიერიდან, როგორც ბილაინის სიმ ბარათის შეძენა, ისე უკვე სიმ ბარათის აღდგენაც შესაძლებელია საქართველოს ფოსტის 81-ვე სერვისცენტში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა, ბილაინის მაღაზიების გარდა, საქართველოს ფოსტაც შეუძლია მიმართოს.
(R)