საქართველოს ფოსტის განცხადება

საქართველოს ფოსტის განცხადება

access_time2021-01-13 10:03:37

ბოლო დღეებია,ცალკეული მედიასაშუალებებით მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ეროვნული საფოსტო ოპერატორის, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.


საფუძვლად აღებულია წმინდა სამეურნეო პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომპანიის გორის ფილიალში და ის ამჟამად წარმატებით არის დასრულებული საუკეთესო შრომითი ურთიერთობის პრაქტიკის შესაბამისად. 


„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი საფოსტო ოპერატორი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ამავე დროს, კომპანია, პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან, მუშაობს ექსტრემალურ რეჟიმში, რაც არაერთხელ აღნიშნულა იმავე მედია საშუალებების მეშვეობით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს ფოსტამ“ მაღალ დონეზე გაართვა თავი მნიშვნელოვან ვალდებულებებს, მათ შორის, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა, სამედიცინოდანიშნულებისსაგნებისადამედიკამენტების, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება და სხვა.


„საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებების მიუხედავად, დღესაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.მათ შორის, ახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, მედიკამენტების და პროდუქტის მიწოდება.



კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული. ამავე დროს, კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო ოპერატორს აქვს ქვეყნისა და საფოსტო მომსახურების ბენეფიციარებს შორის. ამდენად, კომპანიაში სამსახურებრივ უფლებამოვალეობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება საფოსტო სერვისის უწყვეტობის გათვალისწინებით. ასე მოხდა, გორის ფილიალის შემთხვევაშიც. კურიერებისმიერდაკისრებულიმოვალეობისშეუსრულებლობისშედეგად, დაზარლდა 3,000 - ზე მეტიმომხმარებელი, რომლებმაც გზავნილებიდაგვიანებით მიიღეს, რაც დაუშვებელად მიგვაჩნია.ამასთანავე, „საქართველოსფოსტას“ მიადგარეპუტაციულიდაფინანსურიზიანი.


აღსანიშნავია, რომკურიერებისმხრიდანარმომხდარა „საქართველოსფოსტის“ მენეჯმენტის, მათ შორის, გორის ფილიალის ხელმძღვანელობის ინფორმირებაგაფიცვისშესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიმოქმედიკანონმდებლობით, ყველასაქვსგაფიცვისუფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად,მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში.


ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.


დღეს გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი.

”საქართველოს ფოსტა“ იყო, არის და რჩება საქართველოს თითოეული მოქალაქის სამსახურში.

 





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up