საქართველოს ფოსტამ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით ამანათების გაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირა

საქართველოს ფოსტამ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით ამანათების გაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირა

access_time2019-08-14 12:20:55


როგორც თქვენთვის ცნობილია საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, სწორედ ამის გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რაც გულისხმობს საქართველოდან ამ ქვეყნების მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის მკვეთრ შემცირებას, ამასთანავე საქართველოს ფოსტა ემიგრანტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემა /შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი. ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში, საქართველოს ფოსტის უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.



პროექტის ფარგლებში ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით გახლავთ 1 კგ. - 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. - 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე.




„ჩვენთვის როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამმოხატვის ფორმით მათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა. ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი. პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.



აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.


(NS)






საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up