საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

access_time2020-08-12 13:50:08

საქართველოს ფოსტამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს ორი უწყების მჭიდრო თანამშრომლობას სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის საბაჟო წინასწარი დეკლარირების პროგრამისდანერგვას.


„საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის პროექტის „SECUREX“-ის ფარგლებში ჩართულია საბაჟო ელექტრონული წინასწარი დეკლარირების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საფოსტო ადმინისტრაციასა და საბაჟო დეპარტამენტს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ ინფორმაციის წინასწარგაცვლას. პროექტის ფარგლებში საქართველოს ფოსტის ინიციატივით მსოფლიო საფოსტო კავშირის „UPU“-ს ხარისხის ფონდმა უზრუნველყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის პროგრამის „ASYCUDA“-ს განახლებისთვის 86 000–მდეაშშ დოლარისგრანტის გამოყოფა. პროექტის ძირითადი მიზანია მომხმარებლისთვის საბაჟო პროცედურის გამარტივება, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროცესის გამარტივებაზე, ასევე გზავნილების განვლადობის და ჩაბარების პროცესის დაჩქარებაზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.


პროგრამის განახლებას და სისტემაში იმპლემენტაციას განახორციელებენ საქართველოს ფოსტის, საბაჟო დეპარტამენტის, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ტექნოლოგიების ცენტრის და „UNCTAD“-ს ექსპერტები. პროგრამის სატესტო რეჟიმში მუშაობა დადებითად შეფასდა, ამ ეტაპზე გრძელდება მუშაობა პროგრამული და ტექნიკური მიმართულებით. პროგრამა სრული დატვირთვით 2021 წლის იანვრიდან გაეშვება.


წინასწარი საბაჟო დეკლარირების პროგრამა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაშია დანერგილი. რიგი საფოსტო ადმინისტრაციები წინასწარი დეკლარირების გარეშე უარს აცხადებენ გზავნილთა მიღებაზე, შესაბამისად აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გზავნილთა გაცვლის უსაფრთხო და სანდო მიწოდებას.



საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მოკლე დროში მიწოდებაზე, რის დასტურსაც წარმოადგენს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობა. მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს საქართველოს ფოსტის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up