საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

access_time2019-12-03 12:13:59

საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან სტრატეგიული ბიზნეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე, რომელიც 5 თვის ვადაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომატიზაციის და სატრანზიტო ვადების გაუმჯობესების მიზნით, დაამუშავებს კომერციულ, ტექნიკურ და მარკეტინგულ მიმართულებებს. ასევე შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადამზადებას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საფოსტო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.


ჩინეთის ფოსტის ჯგუფი და საქართველოს ფოსტა ერთობლივად შექმნიან შესაძლებლობებს სატრანზიტო საფოსტო გზავნილების უკეთესი და ეფექტური მომსახურებისთვის. ამასთანავე თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება ახალი ლოგისტიკური სქემა სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო და კომერციული ტვირთების გატარებას ჩინეთიდან კავკასიის რეგიონსა და ევროპის მიმართულებით.


„ჩინეთის ფოსტის ჯგუფი ჩვენთვის გახლავთ სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ მათი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. ჩინეთის ფოსტა ერთ-ერთი მოწინავე საფოსტო ოპერატორია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მიმართულებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია მათი დიდი გამოცდილება ელ. კომერციის ბიზნესში, რაც ჩვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ვფიქრობ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართველ მომხმარებელს და მეწარმე სუბიექტებს მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.


„China Post Group“-ი გახლავთ ჩინეთის ეროვნული საფოსტო ოპერატორი. ჯგუფი ეწევა საფოსტო ბიზნესს, უზრუნველყოფს უნივერსალური საფოსტო სერვისების მიწოდებას და ახორციელებს კომერციულ საქმიანობას. „China Post Group“-ი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საფოსტო ოპერატორი, კომპანია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს 80 000-ზე მეტ სერვისცენტრს, 20 000-ს დისტანციური მომსახურების კომპიუტერიზებულ საფოსტო ოფისს და 200-ზე მეტ დახარისხების ცენტრს. კომპანიაში დასაქმებულია 860 200 თანამშრომელი.



უნივერსალური და სპეციალური საფოსტო სერვისების გარდა, „China Post Group“-ი აწარმოებს ლოგისტიკურ მომსახურებებს, ელექტრონულ კომერციას და ფინანსურ სერვისებს, რომელიც მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებს. 2018 წელს ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა 80.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გახლდათ. 2018 წელს ჩინეთის ფოსტის ჯგუფმა 113-ე ადგილი დაიკავა გამომცემლობა „Fortune“-ის მიერ შედგენილ ყველაზე მსხვილი კომპანიების „Global 500“-ის რეიტინგში, ამავე რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა საფოსტო კომპანიებს შორის, ამასთანავე ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა მომგებიანობის მქონე საფოსტო კომპანიების სიაში.
საქართველოს ფოსტის და ჩინეთის ფოსტის ჯგუფის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ამოვდროულად ხელს შეუწყობს, საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 2018 წლის მონაცემებით, 9 თვეში, საქართველოდან ჩინეთში 163 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების საქონელი იქნა ექსპორტირებული.


(R)





ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...


მსგავსი სიახლეები

up