საქართველოს ფოსტა განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ

საქართველოს ფოსტა განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ

access_time2020-07-15 12:07:03

საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელ. კომერცია მრავალი წელია მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესია.

საქართველოს ფოსტა პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“. აღნიშნული სერვისი ელ. კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტამ მოახდინა თავისი სერვისების სრული ადაპტაცია ელ. კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მომსახურებები შექმნა „კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მიმართულებით, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს „Door to door delivery“ მომსახურებას. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.

„კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე ბარდება შეკვეთის დღესვე, ხოლო რეგიონების მიმართულებით მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთის გაფორმება განხორციელდება დისტანციურად ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის, საქართველოს ფოსტა თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებ ფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის მხრიდან მოხდება გზავნილების რეგისტრაცია. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up