საქართველოს ფოსტა ბაზრის მონოპოლისტი გახდა - საფოსტო გზავნილების ოპერატორები საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში ჩივილს გეგმავენ

საქართველოს ფოსტა ბაზრის მონოპოლისტი გახდა - საფოსტო გზავნილების ოპერატორები საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში ჩივილს გეგმავენ

access_time2018-06-24 19:00:21

საქართველო შესაძლოა, კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის შუაგულში აღმოჩნდეს. საფოსტო გზავნილების მსოფლიოში ცნობილი ოპერატორები ამბობენ, რომ მათ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს და ამიტომ ქვეყნის წინააღდეგ ჩივილს ევროსასამართლოში აპირებენ  ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.


ტელეკომპანიის ინფორმაციით 3 წელია, თითქმის, ყველა სახელმწიფო დაწესებულების გზავნილები და ამანათები ადრესატამდე საქართველოს ფოსტას მიაქვს.

დღეს კანონით სახელმწიფო დაწესებულება არ არის ვალდებული საფოსტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადოს და შეუძლია, საქართველოს ფოსტასხელშეკრულება პირდაპირ გაუფორმოს.

საფოსტო გზავნილების საერთაშორისო ოპერატორები ზარალს ითვლიან. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფოსტა ბაზრის მონოპოლისტი გახდა, კერძო კომპანიებმა, თითქმის, ყველა სახელმწიფო შესყიდვა დაკარგეს.

მხოლოდ საერთაშორისო საფოსტო-გადაზიდვების კომპანიას TNT მილიონიანი ზარალი მიადგა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სავაჭრო ბაზრის პრინციპებს არღვევს და მან საქართველოს ფოსტა მონოპოლისტად განზრახ აქცია.

TNT-მ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა, საქმის არსებითი განხილვა, ერთი წლისა და 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა, გადაწყვეტილება სასამართლოს პირველ კოლეგიას ამ დრომდე არ გამოუცხადებია.


TNT-ში ეჭვობენ, რომ ხელისუფლების გავლენიანმა მაღალჩინოსნებმა სასამართლოზე გავლენა მოახდინეს და ამიტომ გადაწყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება. საქართველოს ფოსტის ერთ-ერთი მთავარ ლობისტად საერთაშორისო კომპანიის თბილისის ოფისში ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ასახელებენ.

„ეს ჯაჭვი არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ჩვენთვის ცხადია, რომ სახელმწიფო ცდილობს მონოპოლიის დამკვიდრებას საქართველოს ფოსტის სასარგებლოდ. სასამართლოში ჩვენს და ევროკომისიის მოწინააღმდეგედ გამოდიოდა ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი,  ამბობს კომპანიის TNT დირექტორი ნინო მენთეშაშვილი

მას შემდეგ, რაც ფოსტა კანონით პარლამენტმა მონოპოლისტად გადააქცია, სახელწმიფო უწყებებმა ხელშეკრულებები გაუწყვიტეს კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდს დი ეჩი ელ-ს.

„ეს ეწინააღმდეგება როგორც თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის პრინციპებს, ასევე ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კონკურენტუნარიანი არ არის გარემო, შესაბამისად ვერ მოხდება ხარისხის დახვეწა“,-ამბობს დი ეჩი ელის რეგიონალური ხელმძღვანელი ზურაბ საბანაძე.

შესყიდვების შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გადაწყვეტილებას უკვე წელიწადნახევარია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არ აცხადებს. კოლეგიის წევრებს შორის არიან მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩიხლაძე და მაია კოპალეიშვილი. თუმცა, კურიერის კითხვებს მერაბ ტურავა არ პასუხობს.

საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობამ კონკურენტების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. დეტალებზე საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ სურთ არც ეკონომიკის სამინისტროში.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში მერაბ ტურავას კოლეგია კერძო საფოსტო კომპანიის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს, კომპანიის იურისტები ევროსასამართლოსთვის ემზადებიან. 




საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up