საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხედვა სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსვლაში

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხედვა სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსვლაში

access_time2020-04-04 13:09:26

 

 კორონავირუსმა (COVID-19) მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ქვეყნების ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. თითოეული სახელმწიფო ცდილობს, ეკონომიკური კრიზისიდან სწორი გამოსავალი მოძებნოს, ამისთვის კი, სხვადასხვა ეკონომიკურ სტრატეგიას მიმართავენ. კრიზისია სოფლის მეურნეობის სექტორში.

კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რადგანაც სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის მცირდება. როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი. „სურსათის იმპორტი ქვეყანებს შორის მცირდება, უკვე საუბარია მუშახელის დეფიციტზე სოფლის მეურნეობაში და განვითარებულმა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვადასხვა მასტიმულირებელ გზებზე ფიქრი! თუ გვინდა, სოფლის მეურნეობა განვითარდეს და გვესმის, რომ ამ დარგს გააჩნია აგროკალენდარი და არც ხვნა-თესვა იცდის, მაშინ სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, მოკლე ვადიანიც და გრძელვადიანიც. ჩემი ხედვა ამ საკითხის გადაწყვეტაში ასეთია: საჭიროა საბრუნავი კაპიტალი ფერმერებისთვის და ასევე ფინანსურ რესურსზე ხელისაწვდომობა. უნდა იყოს ახალი პროექტები ერწლიანი კულტურის წარმოებისთვის (ბოსტნეული, მარცვლეული). უნდა მოხდეს მეტი შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მოწყობა. მნიშვნელოვანის მეცხოველეობის მეხორცული და მერძეული მიმართულებების განვითარება, საოჯახო მეფრინველეობის ფერმების მხარდაჭერა, აკვაკულტურის პროქტების განვითარება, მუშახელის გადამზადება  და ამავდროულად სოციალურად დაუცველების ეკონომიკაში ჩართვა, მათი გადამზადება და დასაქმება. ასევე,  საჭიროა მექანიზაციის პროექტების მხარდაჭერა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების სწრაფად აღწერა და აუქციონზე გატანა, როგორც საპრივატიზაციოდ, ასევე გრძელვადიანი იჯარით. საგადასახადო და საბაჟო შეღავათები დაწყებული საშემოსავლოდან განთავისუფლებით დამთავრებული შემოსავლების ზედა ზღვრის მოხსნით, აგროტურიზმის ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე. მნიშვნელოვანია ფერმერების აღრიცხვა და სავალდებულო სტატისტიკის მომზადება წარმოებულ პროდუქტზე, სახემწიფო შესყიდვებში კანონის დონეზე ადგილობრივი პროდუქტით მომარაგება სახელმწიფო უწყებების (ჯარი, ბაღები, სასჯელაღსრულება და სხვა). ცხადია, ინფრასტრუქტურა და სარწყავ-საირიგაციო სისტემები, რომ გვჭირდება ეგ  თავისთავად იგულისხმება,“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up