საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით  სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა

access_time2020-05-01 18:30:52

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.


საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანში „მოქალაქეობა" გაერთიანდა. ამავე გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება. აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ „მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში არსებულ თითქმის ყველა ეკონომიკურ და/თუ ფინანსურ საკითხს მოიცავს, მათ შორისაა: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება. აღსანიშნავია, რომ მასალა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე/გამდიდრებაზეა ორიენტირებული, არამედ ასევე გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და აქტივობას მოიცავს.



„სკოლის ასაკიდანვე ფინანსური და ეკონომიკური საკითხების შესახებ მოსწავლეების ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს სამომავლოდ მათ მიერ პირადი ფინანსების მართვის ჩვევის გამომუშავებასა და ახალგაზრდების ეკონომიკურად გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების სწავლების პროცესში პედაგოგების მხარდაჭერა. დამხმარე მასალების მომზადების თავდაპირველი მიზანი საკლასო სივრცეში გაკვეთილების წარმართვის პროცესში პედაგოგების დახმარება იყო. თუმცა, ახალ რეალობაში, როცა მასწავლებლები ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდნენ და თავიანთი პროფესიული საქმიანობა უკვე ონლაინ სივრცეში განაგრძეს, ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ მასალებს ონლაინ გაკვეთილებისთვისაც ასეთივე წარმატებით გამოიყენებენ", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.


სასწავლო მასალა და დამატებითი საკლასო აქტივობები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=752






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up