2019 წლის პირველი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში

2019 წლის პირველი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში

access_time2019-02-07 14:50:42

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის პირველი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედ მნიშვნელოვან საგარეო ფაქტორებზე, როგორიცაა გლობალურად პროტექციონიზმის ზრდა, რაც აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში გამოიხატება, მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და რეგიონის ქვეყნების მიმოხილვა.


გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა


მსოფლიო ზრდის ტენდენცია


საქართველოს ეკონომიკა საგარეო სექტორიდან მზარდ ზეგავლენას განიცდის, რისი გადმოცემაც, ძირითადად, საექსპორტო შემოსავლების, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გზით ხდება. 2018 წლის მე-3 კვარტალში გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) იანვრის წინასწარი შეფასებით წლიური ზრდა 3.7%- ით განისაზღვრა, ხოლო იმავე პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო შემცირდება და 3.5% იქნება. აღნიშნული შენელება უფრო მეტად შეიმჩნეოდა ევროზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში, რაც, ძირითადად, ე.წ “ბრეგზითის” ირგვლივ არსებულმა გაურკვევლობამ, ვაჭრობისა და ექსპორტის შემცირებამ, ასევე საშინაო ეკონომიკური მაჩვენებლების, კერძო მოხმარების და ინვესტიციების, გაუარესებამ განაპირობა. წინასწარი მონაცემებით, მე-4 კვარტალში ტენდენცია რადიკალურად არ შეიცვლება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა მცირედით დასტაბილურდება. ამას ხელი უნდა შეუწყოს “სავაჭრო ომის” განსხვავებულ ფაზაში შესვლამ და შეთანხმებული მოქმედებების შესაძლო დაწყებამ.


აშშ:


ბოლო პერიოდში მაღალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით , აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 2.9%-ით განისაზღვრა, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 2.5%-ია, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 2018 წელი გამორჩეული იყო მზარდი და განვითარებადი ქვეყნებისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში ზრდის ტემპების შენელება აქაც შეიმჩნეოდა. სსფ-ს იანვრის შეფასებით , ამ უკანასკნელის ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 4.5% იქნება, რაც სსფ-ს ოქტომბრის შესაბამის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით დაბალია.



თურქეთი:


პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა თურქეთზე და იქ მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ბოლო დროს განვითარებული უარყოფითი მოვლენებიდან გამომდინარე, თურქეთიდან კვლავ შემცირებულია სავაჭრო და სხვა ფინანსური შემოსავლები. 2018 წლის აგვისტოს სავალუტო კრიზისის შემდეგ თურქეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც თან დაერთო უარყოფითი სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობა. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება მეოთხე კვარტალშიც. შემცირებულია როგორც კერძო მოხმარება, ასევე ინვესტიციები. წლიური ინფლაცია დეკემბერში შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი - 20.3% - რჩება, რაც დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით დაბალია სექტემბრის შესაბამის მაჩვენებელზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 7 , თურქეთში შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში არსებული გამოწვევები, რის გამოც რეალური მშპ-ის ზრდა 2018 წელს 3.5%-ით, ხოლო 2019 წელს კი 1.6%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, იმავე პროგნოზით 8 , 2019 წელს წლიური ინფლაცია 15-16%-ის ფარგლებში იქნება.


უკრაინა:


დადებითი დინამიკა გრძელდება უკრაინის ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების პროცესში. შიდა მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება, რაც, ძირითადად, განპირობებულია შრომის ბაზრის გაუმჯობესების შედეგად გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯებითა და გაზრდილი ფულადი გზავნილებით. ზრდის ტემპებს ოდნავ აფერხებს ექსპორტის შემცირებული მოცულობა, რაც, ერთი მხრივ, დაკავშირებულია ამინდთან, ხოლო მეორე მხრივ კი, მძიმე საგარეო ფაქტორების შედეგია. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, მსოფლიო ბანკის შეფასება 2018 წლის უკრაინის რეალური მშპ-ს ზრდისთვის 3.5%, ხოლო 2019 წელს კი - 2.9%-ია. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ის დეკემბერში საკმაოდ მაღალი - 9.8% - იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზი კი 7.3%-ია.


რუსეთი:


რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2018 წლის მესამე კვარტალში 1.5% იყო, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე მაღალია. მიუხედავად ამისა, გაჯანსაღების პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რაც განპირობებულია რუბლის გაუფასურებით, გაზრდილი დღგ-ს გამო კერძო მოხმარების შემცირებული დინამიკითა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის შესუსტებული აქტივობით. რთულ ვითარებას ასევე ნავთობის ფასების საგრძნობი შემცირება დაემატა, თუმცა აღნიშნული, ნაწილობრივ, დაბალანსებულია რუსეთ-ოპეკის შეთანხმებით ნავთობის მოპოვების შეკვეცის შესახებ. წლიური ინფლაცია კი გაიზარდა და 2.9% შეადგინა. რაც შეეხება დადებით მხარეს, აშშ რამდენიმე რუსული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს. სსფ-ს შეფასებით რეალური მშპ-ს ზრდა 2019 წელს 1.6% იქნება, ხოლო ინფლაცია კი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


სომხეთი:


სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2018 წლის მესამე კვარტალში შემცირდა და 2.7% შეადგინა. მიუხედავად ამისა, სტაბილური ფულადი გზავნილები რუსეთიდან და შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას დადებით მუხტს აძლევს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წლის რეალური მშპ-ს ზრდა 5.3%, 2019 წელს 4.3%, ინფლაცია კი 4%-ის ფარგლებში იქნება. აზერბაიჯანის ეკონომიკა ზომიერ გაჯანსაღებას განაგრძობს, რაც გამოწვეულია მზარდი ფისკალური დანახარჯებითა და არასანავთობო სექტორის მაღალი აქტივობით. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის სექტორზე, რუსეთ-ოპეკის მიერ გამოშვების შეკვეცამ ნაწილობრივ დააბალანსა ნავთობის ფასების შემცირების ეფექტი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მშპ-ს წლიური ზრდა 2018 წელს 1.1%, ხოლო 2019 წელს - 3.6% იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.3% შეადგინა, ხოლო 2019 წელს პროგნოზი კი 3.3%-ია.


ევროზონა:


ეკონომიკური ზრდის შენელება ევროზონის ქვეყნებში ძირითადად განაპირობა გაუარესებულმა სამომხმარებლო განწყობამ და ექსპორტის ზრდის ტემპების შენელებამ. ამასთანავე, ფინანსურ ბაზრებზე უარყოფით მოლოდინებს ქმნის ე.წ ბრეგზითის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა. ბოლო შეფასებით, ევროზონის 2018 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი13 სსფ-მ 1.8%-მდე შეამცირა, ხოლო 2019 წლის ზრდის პროგნოზი კი 1.6%-ია. 2018 წლის მეორე ნახევარში, საკუთარი ვალუტების მკვეთრად გაუფასურების გამო, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი, რუსეთი, უკრაინა) ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს, რაც საერთაშორისო ფინანსური ბაზრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამაც, რაც შრომითი ბაზრის მოსალოდნელი პირობებით და ინფლაციური მოლოდინებით იქნა განპირობებული. არსებული პროგნოზით, ფედერალური ფონდების განაკვეთი მომავალ წელს კიდევ 2-ჯერ მოიმატებს და 3%-ს მიაღწევს.






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up