„საქართველოს ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობის პირობებში, პრობლემის გადაწყვეტის ოპერატიულ და სწორ მიმართულებას არ ველოდები“ - ვლადიმერ პაპავა

„საქართველოს ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობის პირობებში, პრობლემის გადაწყვეტის ოპერატიულ და სწორ მიმართულებას არ ველოდები“ - ვლადიმერ პაპავა

access_time2020-10-01 11:00:48

ეკონომიკა მედიცინის მძევალია, მისი სრულად აღდგენა კი შეუძლებელია, სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, - რადიო კომერსანტის გადაცემაში ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად აკადემიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ, პანდემიის პირობებში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფუძველი ეკონომიკაში არ არის და შესაბამისად, კრიზისის დაძლევის გზებიც ვერ იქნება ეკონომიკაში. როგორც ვლადიმერ პაპავა ამბობს, კრიზისის მასშტაბურობა გლობალიზაციის დონით არის განპირობებული.


„ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ახლა არის, არ წარმოადგენს ტიპურ ეკონომიკურ კრიზისს. იგი განსხვავებულია, მაგალითად დიდი დეპრესიისგან და გინდაც 70-იანი წლების, ან 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისებისგან. ყველა აღნიშნულ კრიზისს ეკონომიკური საფუძვლები ჰქონდა, ზოგი მასშტაბური იყო, ზოგი ნაკლებად. ეს კრიზისი პანდემიის შედეგად არის გამოწვეული და სანამ პანდემია არ დასრულდება, ან არ დავასრულებთ, მანამდე ამ მდგომარეობაში ვიქნებით. პანდემიით გამოწვეული კრიზისის წინაშე მსოფლიო პირველად არ დგას, მაგრამ ამ კრიზისის მასშტაბურობა გლობალიზაციით არის განპირობებული. შუა საუკუნეებში ადამიანი თავისი საცხოვრებელი ადგილიდან მინიმუმ 3-5კმ და მაქსიმუმ 40კმ-ით გადაადგილდებოდა, ახლა კი, ერთი კონტინენტიდან მეორეზე კონტინენტზე გადავაადგილდებით. შესაბამისად, ვირუსის გავრცელება მოხდა მასობრივად, სწრაფად და მოულოდნელად. აღმოჩნდა,რომ მსოფლიო ორგანიზაციებიც მოუმზადებლები იყვნენ, პირველ რიგში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია,რომლის პოზიციაც ხშირად იყო ცვალებადი,- ამბობს ვლადიმერ პაპავა.


მან გადაცემაში მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონეზე ცუდი იმიჯი არ ჰქონდა - ამ რთულ ვითარებაში მთავრობამ მსოფლიოს აჩვენა,რომ ქვეყანას პატრონი ჰყავს. ევროკავშირმა შეიმუშავა გრანდიოზული პროგრამა,რომ დაეხმაროს თავის ქვეყნებს, ამ ფონზე, რომ ის 129 მილიონი ევროს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია,- აღნიშნავს პაპავა.


საქართველოში პანდემიამდეც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო, თუმცა, არ არსებული ცოდნის პირობებში, სქართველოს მთავრობამ წარმატებით გაართვა სიტუაციას თავი. სწორედ იქნა შერჩეული მიზანი - ადამიანი. სწორედ ამიტომ იყო საკმაოდ მკაცრი ზომები მიღებული. მე ეკონომისტი ვარ და ძალიან მიყვარს მეცნიერების ეს დარგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ საქმე-საქმეზე მიდგება და არჩევანი დაგვჭირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ავირჩევ, დაფიქრებაც არ შეიძლება. ეკონომიკაც იმისთვის გვინდა,რომ ადამიანი ჯანმრთელად და კარგად იყოს. შესაბამისად, ვფიქრობ რომ მთავრობის ნაბიჯები სწორი იყო. არის კითხვები ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რატომ არ იღებს მთავრობა უფრო მკაცრ ზომებს? იმიტომ ,რომ დღეს უკვე ბევრი ცოდნაა დაგროვებული, სამედიცინო დაწესებულებები და პერსონალიც მომზადებულია, გვაქვს უფრო მეტი საწოლი.


როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია, რა შეიძლება გააკეთოს მთავრობა? - მან მოსახლეობას მინიმალური სოციალური დახმარება შესთავაზა, მწირე ეკონომიკის პირობებში, სულ არაფერს სჯობდა ; მეორე მიმართულებაა ბიზნესის დახმარება, რომ სრულად არ განადგურდეს. ეს არ ნიშნავს იმას,რომ სახელმწიფო ყველას გადაარჩენს, ამ კრიზისის დაწყებამდე, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, არსებობდნენ კომპანიები,რომლებიც ცუდი მენეჯმენტისა და ფინანსური მდგომარეობის პირობებში გაკოტრების პირას იყვნენ. ახლა კი როცა ყველა გაჩერდა, მთავრობაც ყველას უნდა დაეხმაროს, მათ შორის, პოტენციურად გასაკონტრებელ კომპანიებს. ამაში დიდი რესურსი იხარჯება. -
ამბობს ვლადიმერ პაპავა.



მან რადიო კომერსანტის გადაცემაში ასევე შეაფასა ეროვნული ბანკის მუშაობა და თქვა,რომ ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მხრიდან პრობლემის დროულ გადაწყვეტას არ ელოდება.


იმ ხელმძღვანელობის პირობებში, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰყავს, პრობლემის გადაწყვეტის ოპერატიულ და სწორე მიმართულებას, მე არ ველოდები. რაც შეეხება ინფლაციის თარგეტირებას, ეს იყო მოდას აყოლილი გადასვლა, სავალუტო ფონდმა აქეთ გვითხრა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლებს ნუ დავაჯდებოდით, ეროვნულ ბანკს რეზერვები უნდა ეცადა, რეზერვები კი კრიზისულ ვითარებაში გჭირდება და ამაზე დიდი კრიზისი,რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში.


მსოფლიო პრაქტიკაში და საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის რეჟიმი გვაქვს, თუმცა დღეს უკვე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია წარმოიშვა, ვაქცინების ნდგობასთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია,რომ მოხდება ვაკცინაციის პროცესში დაჩიპვა, ამ ტიპის კონსპირაციული თეორიები ძალიან ბევრია, შესაბამისად, მასობრივი აქცინაციის დაწყებამდე საზოგადოებას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება. ეს სამუშაოები უკვე დასაწყებია. ამიტომ ვაქცინაციის შექმნას მე პირადად, პანაცეად არ ვუყურებ. ამას ემატება ვირუსოლოგებისა და ეპიდემიოლოგების პროგნოზი,რომ კოვიდ 19-ით შესაძლოა არ დამთავრდეს პანდემია, ვინ იცის იქნებ იყოს სიტყვაზე კოვიდ 23 ან 27 ?!,
- ამბობს პაპავა.


აკადემიკოსი სამომავლო ეკონომიკურ გამოწვევებს უკავშირებს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტსაც. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დროულად უნდა მოხდეს კონფლიქტის კონსერვაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული სიტუაცია, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთზე, ისე საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს ზეგავლენას.


ჩვენს სამეზობლოში ნამდვილად სამწუხარო მოვლენები ვითარდება. ვთვლი,რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მაგრამ არის მომენტები,როცა უკან არ უნდა დავიხიოთ, მე სულ ველოდები,რომ საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე გაამახვილებს ყურადღებას კონკრეტული მინიშნების გარეშე. ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენ რომელიმე მხარეს ვიკავებთ, მაგრამ ეს ნიშნავს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მხარდაჭერას. იმედია,რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით კონფლიქტის კონსერვაცია შესაძლებელი გახდება. ეს კონსერვაციაც კი აისახება ეკონომიკაზე, ისედაც სერიოზული პრობლემებია პანდემიდან გამომდინარე ორივე სახელმწიფოში და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას, ვინაიდან ორივე ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები. სასურველია,რომ რაც შეიძლება სწრაფად და დროის მოკლე მონაკვეთში მოხდეს კონფლიქტის კონსერვაცია,- აცხადებს პაპავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up