საქართველოს ეროვნული ბანკი შიდა აუდიტისა და რისკის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის წარმატებულ მაგალითად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ბანკი შიდა აუდიტისა და რისკის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის წარმატებულ მაგალითად დასახელდა

access_time2020-08-03 12:48:48

შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანია "Ideagen"-მა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროცესების ავტომატიზაციის წარმატებულ მაგალითად დაასახელა.


შიდა აუდიტს განსაკუთრებული როლი ენიჭება ორგანიზაციის რისკის მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ფუნქციონირების ეფექტურობის თაობაზე რწმუნების გაცემის კუთხით, რაც ცენტრალური ბანკის მთავარი მიზნების მიღწევის ხელშეწყობას ემსახურება. ამდენად, განვითარებაზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს სწორედ ხარისხის გაუმჯობესებისათვის ინოვაციური მიდგომების გამოყენება წარმოადგენს.


„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე არჩევანის შეჩერება განაპირობა იმ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, რომ აღნიშნული პლატფორმა სრულად პასუხობს აუდიტისა და რისკის მართვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, იგი თანხვედრაშია ორგანიზაციული რისკების მართვის სებ-ის მიერ აღიარებულ „დაცვის სამხაზიან" (3LoD)1 მოდელთან. შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი უპირატესობა, შიდა აუდიტის, ასევე რისკის მართვის პროცესების ავტომატიზაციის გზით, სწორედ აღნიშნული მოდელის სრულად რეალიზების შესაძლებლობაა. ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა 3LoD მოდელის ეფექტიანობის ზრდა, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის პროცესების ოპტიმიზაციის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ორგანიზაციის მზაობის ამაღლებას. ამავდროულად, ასეთი პლატფორმის გამოყენება პოზიტიურად აისახება შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხზე და ახდენს შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დემონსტრირებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.


შიდა აუდიტისა და რისკის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვით, განსაკუთრებული სარგებელი იქნა მიღებული პროგრამული უზრუნველყოფის ცალკეული ფუნქციონალის ჭრილში, კერძოდ:



აუდიტის მართვა (Audit Management) - დოკუმენტაციის ერთიან სისტემაში ელექტრონული ფორმატით კონსოლიდაცია;


აუდიტის დაგეგმვა (Audit Planning) - აუდიტის დაგეგმვისა და გრაფიკის შედგენის სტანდარტიზაცია;


აუდიტის განხორციელება (Audit Engagement) - ორგანიზაციის მიზნების ინტეგრირების შესაძლებლობა. ჩატარებული ტესტების და დაკვირვების შედეგების სისტემატიზაცია;


რისკის მართვა (Risk Management) - აუდიტისა და რისკის მართვის პროცესების ინტეგრირება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (IIA Standards);


აუდიტის ზედამხედველობა (Audit Supervision) - აუდიტის განხორციელების პროცესის მონიტორინგის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის (Quality Assurance and Improvement program) მოთხოვნებთან შესაბამისობით.



აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პოზიტიურად აისახა რეპორტინგის ნაწილზეც, რამაც შესაძლებელი გახადა აუდიტის ანგარიშის დინამიური ფორმატით გენერირება, რაც უზრუნველყოფს უფრო მიზანმიმართულ და კონცენტრირებულ ანგარიშგების პროცესს. ამასთანავე, ყოველივე აღნიშნული ზრდის შიდა აუდიტის მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებას ორგანიზაციის მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up