საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი გახდა

access_time2020-01-10 12:20:04

2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი (Governing Member of The International Organization of Pension Supervisors, IOPS ) გახდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა "დაგროვებითი  პენსიის შესახებ" კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, სააგენტომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. დღეისათვის სქემაში 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება.



IOPS-ის წევრობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ საპენსიო ფონდების რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილება.




IOPS 2004 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და საერთაშორისო საპენსიო რეგულატორების და ზედამხედველების ქსელის (International Network of Pension Regulators and Supervisors, INPRS) მიერ დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანია საპენსიო სისტემების ზედამხედველობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ასევე, არსებული საპენსიო სქემების განვითარებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაღრმავება. ორგანიზაცია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უწევს დახმარებას, სადაც საპენსიო სისტემები ახალი დანერგილია და საპენსიო სქემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შესაბამის ტექნიკურ დახმარებასა და კვლევების მომზადებას სთავაზობს. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ საპენსიო ზედამხედველობის პოლიტიკის შემუშავებასა და დიალოგში, მათ შორისაა OECD, მსოფლიო ბანკი, სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაცია (ISSA), დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).



დღესდღეობით, ორგანიზაციაში 87 ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up