საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

access_time2019-10-18 16:55:35

საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მდგრადი საბანკო ქსელის (Sustainable Banking Network, SBN) წევრია. SBN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 38 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანიზაციასა და საბანკო ასოციაციას აერთიანებს. SBN-ის მიზანია, ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.


SBN ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც წევრი ქვეყნების ინიციატივების და გატარებული ღონისძიებების სისტემური ანალიზით ეხმარება მათ მდგრადი დაფინანსების განვითარებაში.10 ოქტომბერს გამოქვეყნდა 2019 წლის გლობალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია SBN-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. გლობალური წლიური ანგარიშთან ერთად ასევე, გამოქვეყნდა ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშები.


საქართველოსთვის მიძღვნილი ანგარიში ასახავს SBN და IFC–სთან თანამშრომლობით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. უმთავრეს ნაბიჯს წარმოადგენდა 2019 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის გამოქვეყნებდა. გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელთა განხორციელებასაც ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. ასევე, IFC-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა განახორციელა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. მსგავსი დებულებების გათვალისწინება კაპიტალის ბაზრების კორპორაციული მართვის კოდექსშიც ხორციელდება.


ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რაც SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "საწყისიდან" "განვითარების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლეს.


„კომერსანტი“





ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
access_time2020-06-02 13:30:49
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების...

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“-ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი კახა ჩარგეიშვილი
access_time2020-06-02 14:30:07
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად....

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება

„სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გვქონია“ - სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება
access_time2020-06-02 13:30:16
სავალუტო ჯიხურები სავარაუდოდ 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა. „სავარაუდოდ სავალუტო ჯიხურების გახსნა 8 ივნისს იგეგმება, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარეგულირებელისგან გვაქვს მსგავსი ინფორმაცია. მოგვიწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა და იმ გაიდლაინების შესრულება რაც საფინანსო სექტორისთვისაა...

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა

სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი ადვოკატი „ლიდერფუდის“ საქმეს ჩამოშორდა
access_time2020-06-02 13:01:44
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა, რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს...

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა
access_time2020-06-02 11:55:59
დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ. გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები,...


მსგავსი სიახლეები

up