საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

access_time2019-04-10 16:33:00

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას.



გზამკვლევი თავსებადია მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ ეროვნულ ინიციატივებთან და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების "საქართველო 2020" სტრატეგიასთან. იგი ითვალისწინებს როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე სოციალურ და მმართველობით საკითხებს.



საქართველოს მდგარდი დაფინანსების გზამკვლევი შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილ მდგრად საბანკო ქსელთან (SBN), თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრად საბანკო ქსელს (SBN) 2017 წელს შეუერთდა. გზამკვლევი SBN-ის წევრი 36 ქვეყნის გამოცდილებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება, ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის კომისიის სამოქმედო გეგმასთან. გზამკვლევის წარდგენა მოხდება მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) საერთაშორისო შეხვედრაზე ვაშინგტონში, 2019 წლის 10 აპრილს. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მდგარდი დაფინანსების განვითარებაში.




მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი აერთიანებს იმ სამოქმედო გეგმებს რომელთა განხორცილებას ეროვნული ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშესაწყობად გეგმავს. შემუშავებული სამოქმედო გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, მდგრად დაფინანსებაზე ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდა; სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხების გათვალისწინება რისკების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობის ზრდა და საბაზრო დისციპლინა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის მდგრადი სექტორებისკენ წარმართვას.



გზამკვლევი, ბაზრის განვითარების პარალელურად, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება.






Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-01 21:30:48
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია „ბიუჯეტით რომ ფინანსდება ზარალიანი კომპანიის აღდგენა, ეს არის კომუნისტური, საბჭოური მენტალიტეტი. კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის...

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს
access_time2020-07-01 15:00:48
„სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის“, - ასე პასუხობს თბილისის მერის დღევანდელ ბრალდებებს „შპს მშენებელი2019“- ის დირექტორი ამირან გელაძე. საუბარია, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. კახი კალაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up