საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

access_time2020-02-20 19:00:22

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ (Network for Greening the Financial System, NGFS) შეუერთდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„NGFS ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მის მიზანს გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა და მდგრად და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად ფინანსების მობილიზება წარმოადგენს. NGFS 2017 წლის დეკემბერში რვა ცენტრალური ბანკისა და ზედამხედველის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ ქსელის წევრთა რაოდენობა ხუთი კონტინენტის მასშტაბით გაიზარდა და ამჟამად მას 55 ძირითადი და 12 დამკვირვებელი წევრი ჰყავს. კონკრეტული ანალიტიკური და ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, NGFS-ში სამი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც ქსელის წევრ ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩართვა: მიკროპრუდენციული და საზედამხედველო ჯგუფი, მაკროფინანსური ჯგუფი და მწვანე დაფინანსების ხელშეწყობის ჯგუფი.




საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ NGFS-ში გაწევრიანება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე ეტაპზე, ეროვნული ბანკი NGFS-ის მაკროფინანსურ ჯგუფში ჩაერთვება და ასევე, პლენარული წარმომადგენელი ეყოლება. NGFS-ის წევრობა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით სხვა ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის ზედამხედველების გამოცდილებას გაეცნოს, უშუალოდ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშირისო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს და ასევე, მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით საწყის ეტაპზე მყოფ ცენტრალურ ბანკებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ეს ყოველივე კი ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up