საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

access_time2020-08-06 20:55:42

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს. აღნიშნულ წესებში გაწერილი მოთხოვნები წარმოადგენს ინვესტორთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს და, თავის მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.
"ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის" წესი


წესი მიზნად ისახავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მათ ერთი მხრივ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ თავიანთი უფლებების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.


პერიოდული ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახლებული წესი აზუსტებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების საანგარიშგებო მოთხოვნებს. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალისა და ხმის მიცემის სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ზუსტდება მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებით. დამატებით, თანაბარი მოპყრობის პრინციპზე დაფუძნებით, იმისთვის, რომ ინვესტორებმა სრულყოფილად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, განიმარტება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ.


წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები:


"ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება;


"ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება;


"ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციის, აგრეთვე მათი თავიდან აცილების მექანიზმების" წესი



ფასიანი ქაღალდების სამართლიანი და ერთიანი ბაზარის და ინვესტორთა ნდობის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მოწესრიგებული სამართლებრივი ჩარჩო ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის პრევენციის, აღმოჩენისა და დარღვევის პროპორციული სანქციების დაწესების შესახებ.


გარდა იმისა, რომ აღნიშნული წესი განმარტავს ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციას, ის ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების დანერგვას (როგორც ბაზრის შუამავლების ასევე შესაბამისი ემიტენტის მხრიდან), რათა თავიდან იქნეს აცილებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება, ინსაიდერულ ვაჭრობა ან ბაზრის მანიპულაცია.


"ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის" წესი


საჯარო შეთავაზებისთვის ემისიის პროსპექტის დამტკიცების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, განახლებული წესით ზუსტდება გარკვეული მოთხოვნები პროსპექტში ინფორმაციის გამჟღავნებისა და საჯარო შეთავაზების პროცესთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული ტიპის შეთავაზებისთვის განისაზღვრება გამარტივებული მოთხოვნები.


შესაბამისი ცვლილებები ასევე განხორციელდება „საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებაში (№226/04);


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტები განთავსდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბაზრის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.


შემოთავაზებული რეკომენდაციების მოწოდებისთვის განსაზღვრულია 1 თვის ვადა (2020 წლის 4 სექტემბრამდე). ხოლო აღნიშნული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია ამა წლის 4 ოქტომბერი.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სამართლებრივი აქტების მხოლოდ სამუშაო პროექტები, რომლებიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, ექვემდებარებიან როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up