„ინვესტორი რომ ხედავს ქვეყანა ენერგოდეფიციტურია და ეს კიდევ უფრო იზრდება, არ შემოვა!“ - ვახტანგ ჭარაია

„ინვესტორი რომ ხედავს ქვეყანა ენერგოდეფიციტურია და ეს კიდევ უფრო იზრდება, არ შემოვა!“ - ვახტანგ ჭარაია

access_time2022-07-07 14:00:00

„ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ წლების შემდეგ უარს იტყვის არამწვანე ენერგიის მიღებაზე ანუ არც აწარმოებს და არც იყიდის, საქართველოს სწორედ ბუნებრივი უპირატესობა აქვს ამ მხრივ, სადაც მოთხოვნაც გაჩნდა და არ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა - არასწორი იქნება. საქართველოს ექნებოდა ევროკავშირთან სათქმელი, რომ ელექტროენერგიის დივერსიფიცირებას თვითონ ახდენს“, — ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.


მისი თქმით, ჰესების საკითხი, მარტო „ფულის შოვნა“ არ არის, მაგალითად ექსპორტზე გაიტანო და ამით შემოსავალი მიიღო, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.



„ულევი რესურსი გვაქვს, თან მწვანე ენერგიაა. თავის დროზე გაკეთებული არასწორი მესიჯების გამოა რა ვითარებაც ჩვენ დღეს მივიღეთ. ტაქტიკაა შესაცვლელი, ჩემი იდეაა, რომ შევქმნათ ეს ჰესები, ადგილობრივი ბიზნესის და სახელმწიფოს დახმარებით. არ იქნება მოსაძიებელი უცხოელი ინვესტორი და ყველას ექნება განცდა, რომ თვითონ არის პროცესში ჩართული. ხშირად წარმოუდგენიათ, რომ მთავრობა თუ ჰესს ააშენებს ის იქნება მმართველი, მაგრამ ასე არ არის - უნდა შემოიყვანო პროფესიონალი მენეჯმენტი და მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კადრების დანიშვნის უფლება და ა.შ. გვაქვს ამის უზარმაზარი შესაძლებლობა, თურქეთიდან და რუსეთიდან იმპორტი ჩავანაცვლოთ. ჰესებს აშენებენ ბევრ განვითარებულ ქვეყნაში და ეს რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით მათ ანგრევდეს, არ გააკეთებდნენ. 


ნამახვანის პროექტის ჩაგდებამ, ბევრი რამ პერსპექტივაში შეგვიზღუდა. ზოგადად, როცა ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანა ენერგოდეფიციტურია და ეს უფრო მეტად იზრდება, არ შემოვა. გარდა ამისა გამტარუნარიანობაც კი არ გვაქვს იმდენი, რომ ჩვენი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. წარმოიდგინეთ როცა აქ ქარხანს ააწყობს ინვესტორი და ელექრტროენერგიის კუთხით დამოკიდებული ხარ რუსეთზე და თურქეთზე, შესაბამისად არ იცი როდის რა მოხდება და რატომ გამოიქცევა რომელიმე ინვესტორი ჩვენთან?!“,  აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up